თავში

რა ელის საქართველოს ეკონომიკას მომავალ წელს

რა ელის საქართველოს ეკონომიკას მომავალ წელს
რა ელის საქართველოს ეკონომიკას მომავალ წელს

მიუხედავად არა-ტურისტული ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესებისა და დაგეგმილზე სავარაუდოდ უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონული კონფლიქტი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს და შემცირების მიმართულებით გადახედვის ალბათობაც მეტია.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.

ორგანიზაციის 2020 წლის განახლებული პროგნოზით, ექსპორტი 11%-ით, ტურიზმი 84%-ით, პირდაპირი უცხოური ინვეატიციები კი 35%-ით შემცირდება. ფულადი გზავნილები კი "თიბისი კაპიტალის" გათვლებით, წელს 5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს, თიბისი კაპიტალი მიმოხილვაში წერს, რომ წელს ქვეყნის მშპ  5-5,5%-ით გაიზრდება.

2021 წელსკი თიბისი კაპიტალი მთავარი მაკრო-ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ელის. ორგანიზაცია 2021 წელს ეკონომიკურ ზრდას 5%-დან 4-4,5%-მდე ამცირებს. მიზეზად ტურიზმის აღდგენის ტემპი და პანდემია სახელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system