თავში

რა ემუქრება გარემოს ეპიდემიის შემდგომ პერიოდში

რა ემუქრება გარემოს ეპიდემიის შემდგომ პერიოდში
რა ემუქრება გარემოს ეპიდემიის შემდგომ პერიოდში

ეკოლოგების შეფასებით, კორონავირუსის გავლენა სასიკეთოდ მხოლოდ ეკოლოგიას დაეტყო. როგორც გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე report.ge-თან საუბრისას განმარტავს, ატმოსფეროში 3-ჯერ სუფთა ჰაერია, რაც სპეციალისტების მიერ არის დადასტურებული. თუმცა ჩხობაძე აქვე აღნიშნავს, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პოსტკორონავირუსულ სიტუაციაში შეიძლება გარემოზე მავნე ზემოქმედება გაძლიერდება. 

,,ეპიდემია გადაივლის და მთელ მსოფლიოში საწარმოებს მეტი ძალისხმევით აამუშავებენ. შესაბამისად,  უფრო მეტი მცდელობით და ინტენსიურად დაბინძურდება გარემო. ეს არის ფაქტობრივად ყველა გარემოსდაცვითი ორგანიზაციის პროგნოზი. მთელ მსოფლიოში ეკოლოგები ფიქრობენ, თუ რა გარემოსდავითი ღონისძიებები  შეიძლება შესთავაზონ სახელმწიფოებს, რომ არ მოხდეს იგივე, რაც აქამდე ხდებოდა. ბევრი მონაცემია სხვადასხვა ქვეყნებში დაანგარიშებული, სამწუხაროდ, საქართველოში ამას ნაკლები ყურადღება ექცევა. სამჯერ გასუფთავდა ჰაერი, ეს ძალიან დიდი პროგრესია, მაგრამ ხანმოკლე. არასამთავრობო სექტორის გათვლით, საქართველოში დაახლოებით 17%-ით არის ენერგიის მოხმარება  შემცირებული. ზოგიერთქვეყანაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, მაგალითად, გერმანიაში 35%-ს შეადგენს. საფრანგეთშიც ენერგიის მოხმარება ასევე მაღალ დონეზე შემცირდა. ამ მხრივ აგიტაციამ ,,დარჩი სახლში" შედეგი გამოიღო", - აცხადებს ეკოლოგი.

მისი ინფორმაციით, საქართველოში გარემოს დაბინძურების ყველაზე დიდი წყარო, დასახლებული პუნქტებისტვის არის ტრანსპორტი, რასაც ეპიდემიის შემდეგ განსაკუტრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

,,მოძრაობის შეფერხებამ ჰაერის გასუფთავება გამოიწვია. სწორედ ახლაა ის დრო, რომ ახალი სტრანსპორტო პოლიტიკა შემუშავდეს. განსაკუთრებით თბილისში უფრო მეტად უნდა გაკეთდეს აქცენტი მუნიციპალური ტრანსპორტზე და ქუჩების გამტარიანობა გაიზარდოს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გამონაბოლქვით ჰაერი მომავალშიც ნაკლებად დაბინძურდეს", - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system