თავში

რა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ონის ჰესი საქართველოს

რა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ონის ჰესი საქართველოს
რა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ონის ჰესი საქართველოს

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ცნობით, 2019 წელს რომ გვქონოდა ონი-ჰესი, ის ჩაანაცვლებდა იმპორტის 31%-ს.

სპეციალისტების თქმით, ონის კასკადის გამომუშავებეული 780 მილიონი კილოვატ-საათი არის ჩვენი წლიური მოხმარების დაახლოებით 6%-ია.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, პროექტი ონის მუნიციპალიტეტს ეკონომიკურადაც განავითარებს. გიორგი ჩიქოვანის თქმით, ონის ბიუჯეტი მინიმუმ გასამმაგდება. 

„ქონების გადასახადით თვითონ ონის მუნიციპალიტეტი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ლარს მიიღებს, როცა ახლა მათ ბიუჯეტი არის 4.2 მილიონი ლარი. ანუ გასამმაგდება ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, - გიორგი ჩიქოვანი.

ცნობისთვის, ადგილზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) კვლევა " გამა კონსალტინგმა" ჩაატარა. 

კომპანიის სპეციალისტი ზურაბ მგალობლიშვილი ამბობს, რომ კომპანია 2016 წლიდან 2019 წლის ბოლომდე სწავლობდა ადგილზე ფლორასა და ფაუნას. მისივე თქმით, საგულდაგულოდაა შესწავლილი მიწისქვეშა წყლების მდგომარეობაც უწერის საბადოზე. მგალობლიშვილის თქმით, დადგინდა, რომ უწერაზე გავლენა იქნება უმნიშვნელო. 

"მტკნარი მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გარკვეული შემცირება, მაგრამ ეს პირობაში ჩაიდო კიდევაც, რომ თუ სადმე მოხდა ასეთი შემთხვევა და წყალმომარაგება მოსახლეობას შეუწყდა თავისი წყაროებიდან, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ისინი წყალმომარაგების სისტემით“, - განაცხადა მგალობლიშვილმა და დასძინა, რომ არასწორია ინფორმაცია რიონში წყლის დაშრობაზე.

„ეს არის აბსოლუტური არასერიოზული ინფორმაცია. მინიმალური რაოდენობა, რომელიც ფიქსირდება ამ მთელ სისტემაში ეს არის წამში 2 000- 2 700 ლიტრი. ეს არ არის ცოტა. რა თქმა უნდა, არ არის ის, რაც რიონია. დეგრადაციის რისკს ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვხედავთ აქ, იმიტომ რომ პროექტის მიხედვით საქმიანობა განხორციელდება მაქსიმალურად უსაფრთხო მეთოდებით“, - აღნიშნა მგალობლიშვილმა და განმარტა, რომ კვლევები ოთხივე სეზონზე ჩატარდა.

შეგახსენებთ, ონის ჰესის მნიშვნელობაზე და მის უსაფრთხოებაზე განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც.მისი თქმით, ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში.

ონის ჰესის ყველა პარამეტრი დადებითია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრითაც.

მისი შეფასებით, პროექტს არ შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა, ვინაიდან საუბარია მხოლოდ 8 მეტრის სიმაღლის კაშხალზე, სადაც არც წყლის დაგროვებაა ისეთი მასშტაბის, რომ ზემოქმედება გამოიწვიოს გარემოზე. კაკულაის თქმითვე, ლოკაციაზე არ იგეგმება აფეთქებითი სამუშაოები.

რაჭარში ჰესის მშენებლობა განმარტა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტმაც.

მინისტრის თქმით, მდინარე რიონი შეინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემაც სრულად შენარჩუნდება."მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი," - განმარტა მინისტრმა.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარიც. სოზარ სუბარი ჰესის ენერგეტიკული ეფექტის გარდა, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რიონი წყალუხვობის გამო ხშირად გადმოდიოდა კალაპოტიდან და ანგრევდა სოფლებს. სუბარის განმარტებით, ჰესის გვირაბი კი ამ პრობლემას მთლიანად მოხსნის.

მანამდე ონის ჰესების კასკადის მშენებლობას „ონი კასკადიც“ საგანგებო და ვრცელი განცხადებით გამოიეხმაურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system