თავში

რა ერგება საქართველოს EBRD-ის მილიარდიანი "სოლიდარობის პაკეტიდან"

რა ერგება საქართველოს
რა ერგება საქართველოს EBRD-ის მილიარდიანი სოლიდარობის პაკეტიდან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მმართველ დირექტორთან პატეო პატრონისთან და კავკასიის რეგიონულ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან. 

EBRD აცხადებს, რომ ორგანიზაცია მზად არის, გამოყოს დამატებითი დაფინანსება ქართული კომპანიებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის შედეგად ფინანსური ზარალი მიიღეს.

"ერთობლივი ძალისხმევა იყო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის მმართველი დირექტორს მატეო პატრონისა და კავკასიის რეგიონული დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შორის შემდგარი სატელეფონო ზარის მთავარი თემა. EBRD-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანკი გამოყოფს გადაუდებელ დაფინანსებას ადგილობრივი კომპანიების მხადასაჭერად კორონავირუსის გავრცელების შედეგებთან საბრძოლველად EBRD-მა გამოყო სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ 1 მილიარდი ევროს ოდენობით არსებული კლიენტებისთვის 38 ეკონომიკაში, მათ შორის, საქართველოში," - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

„ევროპის რეკონსტრუქტიისა და განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის საიმედო პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ იმ უსწრაფეს რეაგირებას, რომელიც ბანკმა მოახდინა საქართველოს მხარდასაჭერად. EBRD-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ხელს შეუწყობს COVID-19 გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა. მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ბანკის ხელმძღვანელობას მუდმივი თანადგომისათვის. იმედს გამოვთქვამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და ძალისხმევით, საქართველოს ეკონომიკა შეძლებს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით უპასუხოს ამ გლობალურ გამოწვევას“, - ამბობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

კონფლიქტისა და გლობალური ეკონომიკური რეცესიის ფონზე, ბანკი უზრუნველყოფს ლიკვიდურობის დიდ დოზას საბანკო სექტორისათვის. 

"იმის გამო, რომ საქართველო ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, EBRD–ის მხარდაჭერა მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა გადაუდებელი ლიკვიდურობა, სამუშაო კაპიტალი და ვაჭრობის დაფინანსება. ბანკი თანამშრომლობს დიდი ხნის პარტნიორ კომერციულ ბანკებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორისათვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, დაფინანსებაზე წვდომას. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს რამდენიმე პროექტის შემუშავების დაჩქარების შესაძლებლობა სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ბანკი ამჟამად მუშაობს ახალი პროგრამაზე, რათა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს წვდომა გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე. EBRD, ასევე, მუშაობს ელექტრომომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე განახლებადი ენერგიის წარმოების სექტორის შემდგომი მხარდაჭერისათვის," - აღნიშვავენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

შეგახსენებთ, EBRD უზრუნველყოფს ბიზნეს კონსულტაციებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ბანკმა მხარი დაუჭირა 1400-ზე მეტ კომპანიას შესრულების ხარისხის და ზრდის კუთხით. EBRD ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system