თავში

რა ეტაპზეა ეკონომიკის პოსტკრიზისული გეგმა

რა ეტაპზეა ეკონომიკის პოსტკრიზისული გეგმა
რა ეტაპზეა ეკონომიკის პოსტკრიზისული გეგმა

"new York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე და დისკუსიაში ქართველი ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ, რათა მთავრობამ შეიმუშაოს ისეთი სტრატეგია, რომელიც ადგილობრივ რეალობასთან იქნება შეჯერებული," - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს.

საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

შეხვედრაზე  უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების პოზიციები შეჯერდა პოზიციები.

„ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციების მორიგი ეტაპი გრძელდება. ეს არის new York-ის deloittes-ის ოფისი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე. ამჯერად ჩვენ ჩავრთეთ და ამ დისკუსიაში მოვიწვიეთ ადგილობრივი ქართველ ექსპერტთა ჯგუფი. ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან. ადგილობრივი ექსპერტების კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ამდიდრებს იმ ნამუშევარს, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დღემდე გააკეთეს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system