თავში

რა ეტაპზეა მსხვილი ჰესების მშენებლობა საქართველოში

რა ეტაპზეა მსხვილი ჰესების მშენებლობა საქართველოში
რა ეტაპზეა მსხვილი ჰესების მშენებლობა საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში დაგეგმილ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით,  „ნამახვანის“ პროექტი, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

"ნამახვანჰესის" სამშენებლო ნებართვის აღებისკენ მივიწევთ და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე უკვე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას. ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი, „ნენსკრა ჰესი, კონტრაქტორის შერჩევის პროცესშია. ჭუბერში სამუშაოები გრძელდება დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით – ეს არის ხიდები, გზები და ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა შარშანდელი წყალდიდობის შემდეგ“, – განმარტა მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკა კვლავ ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დარგად რჩება.

„ეს არის შედეგი იმ რეფორმებისა და ბაზრის დერეგულაციის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იმიტომ რომ გაიხსნა ბაზარი, შეიქმნა მეტი კონკურენცია და მცირე ჰესებში, სხვა ტიპის განახლებად სადგურებში უფრო მეტი ინტერესი აქვს ინვესტორებს, რომ ჩადონ თანხები, მაგრამ კვლავაც დღის წესრიგში რჩება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რადგან ეს არის ჩვენი საბაზისო სიმძლავრე, რომლის გარეშეც შეუძლებელია და ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი ვითარდება“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "ნენსკრა ჰესის" პროექტი სვანეთში, ჭუბერში ხორციელდება. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ–ია, საინვესტიციო ღირებულება კი – $1 მილიარდი. "ნამახვანი ჰესების კასკადი" კი, ცაგერის მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. პროექტის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ–ია, ინვესტიცია კი – $750 მილიონი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system