თავში

რა ეტაპზეა "რადიოქალაქის" პროექტი

რა ეტაპზეა "რადიოქალაქის" პროექტი
რა ეტაპზეა რადიოქალაქის პროექტი

რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა მაისში დასრულდება. ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სივრცეების განვითარებას „აჭარა ჯგუფი“ მომავალშიც გააგრძელებს.


„რადიოქალაქი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად საინტერესო პროექტია პირველ რიგში თავისი მდებარეობით. ამ პროექტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 11 ჰა მიწის ნაკვეთზე განათავსო სხვადასხვა მიმართულებები.ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ივენთები და უდიდესი გამოფენები, მათ შორის ავტომობილების, ტრაქტორების, რომლის შესაძლებლობა აქამდე არ იყო. ასევე იქნება სამუშაო ადგილები, მათ შორის ყველა პირობა იქნება შექმნილი სტარტაპერებისთვის. პატარა წარმოებები იქნება, ატელიები, იქნება სპორტული მიმართულებები, არტისტების რეზიდენციები, რომლებიც უკვე აპირებენ გადავიდნენ. საუბარია ფოტოს, სამხატვრო მიმართულებებზე, მოკლედ იქნება ყველაფერი. ჩვენ გვნდა, რომ პროექტს პირველი სიცოცხლე მივცეთ მაისში და დავინახავთ ყველა აქტიურობას, რაც იქ მოხდება, მერე თვითონ სივრცეც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ როგორი მომხმარებელი გვეყოლება. გვგონია, რომ სასტუმროები დღესდღეობით უკვე საკმარისი რაოდენობაა და ზუსტად ესეთი მიმართულებების განვითარებას ვგეგმავთ. ჯერჯერობით კონცეფციებზე ვფიქრობთ და კონკრეტული დეტალების გაჟღერება არ შემიძლია, თუმცა ნამდვილად იქნება“ - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

მუხიანში მდებარე რადიოქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. პროექტში 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system