თავში

რა ეტაპზეა ციფრული ლარის პროექტი?

რა ეტაპზეა ციფრული ლარის პროექტი?
რა ეტაპზეა ციფრული ლარის პროექტი?

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტთან დაკავშირებით ფინტექ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, ამჟამად სებ-ი ციფრული ლარის დეტალური მახასიათებლების მზადების პროცესშია. პარალელურად სებ-ი პროექტში ტექნოლოგიური პარტნიორების შერჩევის პროცესისთვის ემზადება.

“ციფრულ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ინტერესი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ეს არამხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაში შეინიშნება მაღალი ინტერესი. არაერთ ფინტექ კომპანიას შეხვდა ეროვნული ბანკი ამასთან დაკავშირებით და რადგანაც გამოხმაურება დიდი იყო, დროც უფრო მეტი დაჭირდა, ვიდრე ვფიქრობდით რომ იქნებოდა. დღეს-დღეობით USAID-ის ექსპერტების დახმარებით მზადდება ციფრული ლარის პროექტის დეტალური მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც შეიქმნება შერჩევის კრიტერიუმები. ამ სტადიაზე ჩვენ არ ვწყვეტთ ურთიერთობას იმ კომპანიებთან, რომლებიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო და ადეკვატური იქნება ჩვენთვის ამ პროექტზე მუშაობისას. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს - ამჟამად ვმუშაობთ, რათა დავამუშავოთ ტექნიკური პარამეტრები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტში მონაწილე კომპანიები”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რას ნიშნავს ლარის გაციფრულება და რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ფულს საქართველოში, ნახეთ აქ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.

ციფრულდება დოლარიც. აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება. ამით აშშ-ში ციფრული ვალუტის პოტენციურ გამოყენებას შეამოწმებენ.პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

ციფრული ევროს გამოშვებისთვის ევროპაც ემზადება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system