თავში

რა ფასები ჩამოყალიბდა ბინებზე თბილისში პანდემიურ წელს

რა ფასები ჩამოყალიბდა ბინებზე თბილისში პანდემიურ წელს
რა ფასები ჩამოყალიბდა ბინებზე თბილისში პანდემიურ წელს

„აისეტის“  2020 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების  გასაყიდი საშუალო ფასი ზოგადად - 2 896 ლარი იყო. პანდემიურ წელს ყველაზე ძვირი  4 323 ლარი საცხოვრებელი ბინები  იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი, 998 ლარი, ლილოში. 

შარშან უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი, უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • ავჭალა - 1555 ლარი;
  • გლდანის მასივი - 1996 ლარი;
  • მუხიანი - 1960 ლარი;
  • დიდუბე - 2500 ლარი;
  • დიღმის მასივი - 2552 ლარი;
  • ვაკე-ბაგები - 3485 ლარი;
  • ვაჟა-ფშაველა - 2911 ლარი;
  • ნუცუბიძე - 2348 ლარი;
  • წყნეთი - 2612 ლარი;
  • ვაზისუბანი - 1958 ლარი;
  • მეტრომშენი - 2779 ლარი;
  • ნავთლუღი - 2212 ლარი;
  • ორთაჭალა - 2947 ლარი;
  • ფონიჭალა - 1470 ლარი;
  • ვერა - 3698 ლარი;
  • კიკეთი/კოჯორი - 2021 ლარი;
  • მთაწმინდა/სოლოლაკი - 4323 ლარი;
  • წავკისი/შინდისი/ტაბახმელა - 2464 ლარი;
  • თემქა - 1851 ლარი;
  • ნაძალდევი - 2245 ლარი;
  • სანზონა - 2124 ლარი;
  • ძველი ნაძალადევი/ლოტკინი - 1037 ლარი;
  • დიღომი/დიდი დიღომი - 2306 ლარი;
  • ვაშლიჯვარი - 2206 ლარი;
  • ვეძისი - 3106 ლარი;
  • საბურთალო - 3060 ლარი;
  • ვარკეთილი - 1968 ლარი;
  • ლილო - 998 ლარი;
  • მე-3 მასივი - 1835 ლარი;
  • ორხევი - 1494 ლარი;
  • ქვედა სამგორი - 1942 ლარი;
  • ზედა ჩუღურეთი - 2041 ლარი;
  • ქვედა ჩუღურეთი - 2851 ლარი.

„აისეტის“ მიხედვით, თბილისში პანდემიური წლის აპრილ-ივნისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი 6.7%-ით შემცირდა, თუმცა ზაფხულიდან წლის ბოლომდე ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. შარშან, წინა წელთან, 2019 წელთან შედარებით, 29.4%-ით შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვების რიცხვი საქართველოში.

შეგახსენებთ, report.ge-მ უკვე გაგაცნოთ, თბილისის რომელ უბანშია ყველაზე იაფი ბინის ყიდვა და რომელია ყველაზე ძვირი უბნები.  გამოვიკვლიეთ ასევე დედაქალაქის რომელ უბნებშია ყველაზე ძვირადღირებული კერძო სახლები და სად შეგიძლიათ კერძო სახლის შეძენა ყველაზე იაფად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system