თავში

რა ფასებში იყიდა დენი საქართველომ მარტში

რა ფასებში იყიდა დენი საქართველომ მარტში
რა ფასებში იყიდა დენი საქართველომ მარტში

ენერგეტიკულმა კომპანია „ელგრინმა" 2021 წლის მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები გაასაჯაროვა.

კომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 603.7 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა. აქედან, 329.3 მილიონი კილოვატ/საათი - რუსეთიდან, 191.1 მილიონი კილოვატ/საათი - აზერბაიჯანიდან, ხოლო 83.3 მილიონი კილოვატ/საათი - თურქეთიდან იყო იმპორტირებული.

„ელგრინის" ცნობით, 1-15 მარტის პერიოდში საქართველო პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანთან და იმპორტი მხოლოდ აზერბაიჯანიდან განხორციელდა. იმპორტის ფასი, თებერვლის თვის ანალოგიურად, სტაბილურ 4.4 ცენტს შეადგენდა. ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი მოხმარდა მხოლოდ აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და საქართველოს მხარეს (არც ესკოს და არც სახელმწიფო ბიუჯეტს) ამაში თანხა არ გადაუხდია.

"15 მარტიდან, როცა თბოსადგურებისთვის გაზის მოწოდებაში პრობლემები შეიქმნა,საქართველო რუსეთთან პარალელურ რეჟიმზე, ხოლო აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის მოწოდების კუნძულოვან რეჟიმზ ეგადავიდა. იმპორტი ხორციელდებოდა ერთდროულად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. 16 მარტს თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მასშტაბური ავარიისა და რუსეთიდან იმპორტის შეფერხების მიუხედავად, რის გამოც ელექტროენერგია დედაქალაქსა და ქვეყნის აბონენტების ნახევარზე მეტს გაეთიშა, ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდებოდა საქართველოს მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც კუნძულოვან რეჟიმში იყვნენ ჩართული აზერბაიჯანთან," - აცხადებენ "ელგრინში".

მათივე ინფორმაციით, 15-31 მარტის პერიოდში, თურქეთიდან იმპორტის ფასი - 4.39 ცენტს, რუსეთიდან - 3.5/3.7/7.8 ცენტს, ხოლო აზერბაიჯანიდან - 3.9/3.9/6.5 ცენტს შეადგენდა. აზერბაიჯანიდან იმპორტის ნაწილი, კერძოდ კი - 34.4 მილიონი კილოვატ/საათი ელგრინმა საქართველოში პირდაპირ მომხმარებლებს მიაწოდა.

2015 წლიდან კომპანია აზერბაიჯანიდან იაფი ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში ახორციელებს. კომპანია ელგრინი ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობით არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system