თავში

რა ფასში ჩააბარეს ყურძენი წელს მევენახეებმა

რა ფასში ჩააბარეს ყურძენი წელს მევენახეებმა
რა ფასში ჩააბარეს ყურძენი წელს მევენახეებმა

წელს საქარველოს ყურძნის ძირითად სამრეწველო რეგიონებში, როგორიცა კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი, აინდუსტრიულად გადამუშავებულია 280 ათასი ტონა ყურძენი.  მოსავალი წელს 25 ათასმა მევენახე ფერმერმა ჩააბარა და მათი ჯამური შემოსავალი 310 მილიონი ლარს უტოლდება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, წელს საქართველოში ყურძენზე კარგი ფასი იყო. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ყურძენი ბევრად ნაკლები ღირდა ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში როგორიცაა იტალია, ესპანეთი, ბულგარეთი და მოლდოვა. 

"კოლო ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იყო რქაწითელზე. საფერავის მინიმალური ფასი 1 ლარი და 40 თეთრი იყო და ის 2 ლარამდეც აღწევდა. ეს ევროში გადავიყვანთ, საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი 20 ევროცენტს გაუტოლდა მაშინ როცა ესპანეთსა და იტალიაში წელს ტურენი 10-15 ევროცენტზე მეტი არ ღირდა. აღარაფერს ვამბობ ბულგარეთდა და მოლდოვაზე, რომლებიც არიან ჩვენი მთავარი კონკურენტები რეგიონის მეღვინეობაში. აქ ყურძენი წელს 10 ცენტზე ნაკლებიც კი ღირდა.  ამ პირობებში, სპეკულირება, რომ რთველს რამე დააკლდა, არის თავხედობა. მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა რომ არა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებას და 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიყო. 

"სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა, მათ შორის, ლეჩხუმის რეგიონში, სადაც სახელმწიფო იყო ერთადერთი შემსყიდველი. ეს არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებული ტურისტული მიზიდულობით გამორჩევა. აქ არ არის მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი, არის ძირითადად საოჯახო მარნები, რომელთა პროდუქცია იყიდებოდა ტურისტულ სექტორში. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ტვიშის, ცოლიკაურის, ოჯალეშისა და უსახელაურის შესყიდვა. რომ არა ეს ნაბიჯი, ადგილობრივი ფერმერები დარჩებოდნენ შემოსავლების გარეშე - ეს სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია," - განაცხადა მინისტრმა

შეგახსენებთ, რთველი-2020 საქართველოში დასრულდა.  კახეთში მევენახეებმა 277 ათასი ყურძენი ჩააბარეს, ხოლო რაჭაში 1 400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენია ჩაბარებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system