თავში

რა ფორმით განახლდება ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვა მაღაზიებში

რა ფორმით განახლდება ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვა მაღაზიებში
რა ფორმით განახლდება ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვა მაღაზიებში

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები შეიძლება გაუქმდეს. ამ ინიციატივით გამოდის „რითეილ გრუპ ჯორჯია“, რომელიც ბრენდულ მაღაზეებს აერთიანებს.

როგორც კომპანიის დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, ტანსაცმლით ინფექციის გადატანის რისკი მინიმუმამდე შემცირდება თუ საერთაშორისო პაქტიკას გავითვალისწინებთ, რაც შემდეგში მდგომარეობს: გაუქმდება გასახდელი ოთახები, რის გამოც, ბუნებრივია, მყიდველი ტანსაცმელს ადგილზე ვეღარ მოიზომებს. მას შეეძლება ნივთი წაიღოს სახლში და დათქმულ დროში, რომელიც, სავარაუდოდ, ნივთის წაღებიდან 5 საათამდე განისაზღვრება, თუ არ მოერგება, ჩეკთან ერთად, უკან დააბრუნებს, გადაცვლის მიზნით. დაბრუნებული ტანსაცმელი პირდაპირ დარბაზში არ მოხვდება, ის გაივლის 2-დღიან კარანტინს, დამუშავდება ან სადეზინფექციო ხსნარით, ან მაღალი ტემპერატურის ორთქლით.

მაღალაშვილი ამბობს, რომ ამ მეთოდით უკვე მუშაობს ტანსაცმლის მაღაზიები ბევრ ქვეყანაში.

"რითეილ გრუპ ჯორიას" პოზიციას იზიარებენ "ისთ ფოინთშიც" და "გალერეა თბილისშიც". მათი თქმით, თერმოსკრინინგი, ასევე დეზობარიერების და ხელის სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფა, პირბადეებისა და 2-მეტრიანი დისტანცის დაცვის კონტროლი და დამატებით ზემოაღნიშნული რეგულაციები ტანსაცმლის საცალო ვაჭრობას უსაფრთხოს გახდის.

როგორ შეაფასებს ეკონომიკის სამინისტრო კომპანიების ინიციატივას, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ ბიზნესომბუდსმენის თქმით, სავაჭრო ცენტრები და მოლები მოქალაქეთა მაღალი მობილობით გამოირჩევა და მაღალი რისკის გამო მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ მოხდება. გასახსნელად სრულად იყო მომზადებული "ლილო მოლიც", რომელიც მუშაობის განახლებას 25 მაისიდან გეგმავდა, თუმცა ბაზრობას გახსნის ნება არ მისცეს.

ცნობისთვის ქვეყანაში მუშაობს ყველა მაღაზია, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარდა, რომელსაც შესასვლელი აქვს ქუჩის მხრიდან.

ბიზნესასოციაციაში მიაჩნიათ, რომ, ტანსაცმლისგან განსხვავებით, ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნა გაცილებით დაბალი რისკისაა, რადგან ფეხსაცმლის მოსინჯვა ერთჯერადი პარკებითაა შესაძლებელი. ასოციაციაში ასევე დაბალი რისკის შემცველად მიაჩნიათ თეთრეულის მაღაზიების ამუშავებაც. ნაკლებსარისკოდაა მიჩნეული ფარდების მაღაზიებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system