თავში

რა გააძვირა და რა გააიაფა კორონავირუსმა მსოფლიოში

რა გააძვირა და რა გააიაფა კორონავირუსმა მსოფლიოში
რა გააძვირა და რა გააიაფა კორონავირუსმა მსოფლიოში

FAO-ს- გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - ფასების ინდექსი, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თებერვალში პირველად, 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ფასების შემცირების მიზეზი კი კორონავირუსით გამოწეული მოლოდინები იყო, რის გამოც, ექსპერტების თქმით, მსოფლიო მასშტაბით შემცირდა მოთხოვნა სავაჭრო პროდუქტებზე.

4.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ავსტრალიაში ნედლის რძის მარაგის სიმცირით იყო გამოწვეული. ნედლი რძისა და რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, შემცირებულია რძის ფხვნილის ფასები, რისი მიზეზიც, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებული საწარმოო პრობლემებით იყო.
იანვრის თვესთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი, რაც ინდოეთსა და ტაილანდში წარმოების შემცირებამ და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

თებერვალში, მცენარეულ ზეთზე ფასების 10%-ით შემცირების მთავარ მიზეზად, ერთი მხრივ, კორონავირუსით გამოწვეული მოლოდინები სახელდება, ხოლო მეორეს მხრივ, ფასის შემცირებას ხელი შეუწყო ინდოეთის მხრიდან მცენარეულ ზეთზე მოთხოვნის კლებამ.

0.9%-ით შემცირდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც. სხვა მარცვლეულ კულტურებთან შედარებით, თებერვალში ყველაზე დაბალი ფასი ხორბალზე დაფიქსირდა, რაც კულტურის უხვი საბაზრო მარაგებით იყო განპირობებული. მეცხოველეობის სექტორში შემცირებული მოთხოვნის გამო, იკლო სიმინდის ფასების ინდექსმა. ხორბლისა და სიმინდისგან განსხვავებით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაიზარდა ბრინჯის ფასების ინდექსი.

სამომხმარებლო კალათის სხვა პროდუქტებთან შედარებით, თებერვლის თვეში 2%-ით შემცირდა ხორცის ფასების ინდექსი, რაც, ძირითადად ჩინეთში შემცირებული იმპორტითა და ახალ ზელანდიაში პროდუქტის დიდი მარაგებით იყო განპირობებული.

ცნობისთვის, FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

ხვადასხვა ქვეყნებში სურსათის უზრუნველყოფასა და მდგრად განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს უწყობს ხელს. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ პრიორიტეტებს ატარებს. აქედან გამომდინარე, FAO ქვეყანას სოფლის მეურნეობასა და სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ეხმარება და რესურსების ქსელის როლს ასრულებს. იგი ქვეყნებს პოლიტიკასთან დაკავშირებულ ცოდნასა და წლების გამოცდილებას უზიარებს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შექმნის, დაგეგმვის ხელშეწყობის, ეფექტური კანონმდებლობის შექმნის, ეროვნული სტრატეგიების მომზადებისა და ცოდნის საველე პირობებში გამოყენების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system