თავში

რა გაამარტივებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას

რა გაამარტივებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას
რა გაამარტივებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას

სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროექტი დაწესებული შეღავათის მიუხედავად, ისევ პრობლემაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს ახალი ეტაპის შემოღებით, რის მიხედვითაც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, თუმცა, როგორც აგრარული სფეროს ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე report.ge-თან განმარტავს, არის შემთხვევები, როცა ინფორმაცია სათანადოდ ვერ აღწევს მოქალაქეებამდე, ზოგ შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ,,ფლობს", რაც საბოლოოდ რეგისტრაციის პროცესს აფერხებს. 

აროშიძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია მდგომარეობა გამოსწორდეს და მიწის საკუთრებისადმი ტრადიციული მიდგომა საბოლოოდ შეიცვალოს, რაც ხარჯთან ერთად, მთავრობის მხრიდან სერიოზული სამუშაოების გაწევას მოითხოვს.

,,მოლოდინი არის, რომ ერთხელ და საბოლოდ მოხდეს მიწის აღრიცხვა და საკუთრებაში გადაცემა. მიწის რეფორმა დაწყებულია ჯერ კიდევ 1999 წლიდან, როდესაც სოფლად სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის რესურსების პრივატიზაცია განხორციელდა. შემდგომი ეტაპი დაიწყო 2006-2007 წლებიდან, როცა დაიწყო მიწების რეგისტრაცია და უკვე ოფიციალურად საკუთრებაში გატარება, მაგრამ ამ პროცესმა მიწის რეალური მფლობელები ვერ გამოავლინა, შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა ვინ რა რაოდენობის მიწას ფლობს. საქართველოსი ძირითადად მოქმედებს საკუთრების ტრადიციული ფორმა, როცა მიწაზე საკუთრება შთამომავლობით, რეგისტრაციის გარეშე გადადის. ამას ემატება ის მიწები, რასაც წლების განმავლობაში ითვისებდა ხალხი და რეგისტრაციისგან ყველა თავს იკავებდა. დღეს ეს პროცესი უფასოა, რამაც სტიმული უნდა გამოიწვიოს და ხალხმა საბოლოოდ დაიკანონოს მიწები. ხშირია შემთხვევები, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწები ერთმანეთს ფარავენ ანუ როცა კონკრეტულ მიწის ნაკვეთს რამდენიმე მფლობელი ჰყავს. თუკი ეს ხარვეზი არ გამოსწორდა, რეგისტრაცია შედეგს ვერ მოიტანს. კარგი იქნება აეროგადაღებებიც, რათა აღირიცხოს რა რაოდენობის მიწაა და ვივარაუდოთ მოსავლიანობა ამა თუ იმ პერიოდის განმავლობაში. ყველაფერი კეთდება, რომ რეგისტრაცია დაჩქარდეს, მაგრამ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება, რომ ინფორმაციამ ყველა მოქალაქემდე მივიდეს", - აცხადებს პაატა აროშიძე.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხს ისე მოაგვარებს, რომ მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system