თავში

რა გააუმჯობესებს პანდემიით გაუარესებულ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას

რა გააუმჯობესებს ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას
რა გააუმჯობესებს პანდემიით გაუარესებულ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ურთულესი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით მიმართავს.

„თუკი ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ვითარების გამოსასწორებლად, საქართველოს მოსახლეობა გაზაფხულზე აღმოჩნდება უმძიმეს ვითარებაში სოციალურ - ეკონომიკური თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გახსნას საზღვრები და აამოქმედოს ყველა სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლაცდა ყველა უცხოელს, ყველა მსურველს მისცეს უფლება, ჩამოვიდეს საქართველოში, ბუნებრივია, „კოვიდ -19“ -თან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება, აწარმოონ თავიანთი საქმიანობა არსებული რეკომენდაციების დაცვით და სახელმწიფომ, თავის მხრივ, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი და დაუწესოს საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორც დედაქალაქში , ასევე საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ, სამი თვით მაინც.

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას ამზადებს.

ამ ეტაპისთვისაა ცნობილია მხოლო ის, რომ პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები იხსნება, თუმცა გარკვეული პირობით, მათ დასაქმებულების ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.

მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა პირველი ტესტირება დასუბსიდირდება.

შემუშავდა პლატფორმა სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის, რათა ბაზრებისა და სავაჭრო მოლების გახსნამდე დასაქმებულების ტესტირება მოხდეს.

შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო მოლებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა, ბაზრობები არ გახსნილა. არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ვერც იანვარში განაახლებენ მუშაობას. ისინი 1 თებერვლიდან გაიხსნებიან. ეკონომიკის გახსნა გადაიდო, ანუ ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვების ვადა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system