თავში

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ქვეყანაში?

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ქვეყანაში?
რა გაძვირდა და რა გაიაფდა ქვეყანაში?

2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.01 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (24.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (20.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.8 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (10.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.1 პროცენტი); 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც 2.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.9 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 43.5 პროცენტიანი მატება, რაც 3.64 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე3 . ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (64.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (64.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system