თავში

რა გაიაფდა პანდემიის პერიოდში?

რა გაიაფდა პანდემიის პერიოდში?
რა გაიაფდა პანდემიის პერიოდში?

მსოფლიოში პანდემიის პერიოდში ტანსაცმელი გაიაფდა, რაც ძირითადად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლით არის განპირობებული.

ანალიტიკოსების თქმით, მამაკაცის ტანისამოსი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 7.25%-ით არის გაიაფებული, ხოლო ქალის ტანსაცმლის ფასმა 5.9%-ით იკლო.

პანდემიის გამო შემცირდა სატრანსპორტო გადაადგილებაც, რის გამოც, ტრანსპორტირების ღირებულებამ მსოფლიოში 2.9%-ით იკლო.

სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება წელს 1.8%-ით იაფია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში იყო.

კიდევ ერთი რამ, რაც პანდემიის პერიოდში გაიაფდა შინაური ცხოველების შეძენაა (-1.8%). ხოლო მათი მოვლა პატრონობისათვის საჭირო სერვისების ღირებულებამ 3.8%-ით იკლო.

პანდემიის პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე. ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ში სამედიცინო მედიკამენტების, მოსახურებისა და სხვა სერვისების ღირებულება 2.3%-ით არის შემცირებული. ხოლო, პრეპარატების ღირებულება, რომელიც რეცეპტით გაიცემა 2.9%-ით არის გაიაფებული. სამედიცინო აღჭურვილობის ფასებმა კი 5.8%-ით იკლო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system