თავში

რა გაკეთდა და რა იგეგმება საგადასახადო პოლიტიკაში

რა გაკეთდა და რა იგეგმება საგადასახადო პოლიტიკაში
რა გაკეთდა და რა იგეგმება საგადასახადო პოლიტიკაში

ყოფილი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ბიზნესისთვის საგადასახადო რეფორმა სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის დადებითად აფასებს მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დაბეგვრის წესის ამოქმედებას საქართველოში და დასძენს, რომ ამან ბიზნესს საშუალება მისცა, ასობით მილიონი ლარის რესურსის რეინვესტირება განეხორციელებინა.

მისივე თქმით ამას აუცილებელია მოჰყვეს დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ბიზნესს საშუალება ექნება დაიტოვოს, ასე ვთქვათ დაუბრუნდეს, სულ მცირე 2 მილიარდი ლარის რესურსი.

ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ოპტიმიზირდება წიაღის ლიცენზირების სისტემა, გაიცემა 4 ათასზე მეტი ახალი ლიცენზია, რაც ნიშნავს იმას , რომ დასაქმდება სულ მცირე 10 000 ადამიანი, შეიქმნება 10 000 ახალი სამუშაო ადგილი.

შეგახსენებთ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ პირობად სპეციალისტები საგადასახადო შეღავათს მიიჩნევენ.  მათი აზრით, მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა ქვეყნის ბიზნეს გარემო, რისკების შეფასება და ქვეყნის მსყიდვითუნარიანობა. 

მთავრობამ საერთაშორისო სტატუსის მქონე ქართულ და უცხოურ კომპანიებს საშემოსავლო და მოგების გადასახადები 5%-მზე შეუმცირა, თუმცა სპეციალისტების ნაწილი მთავრობას ურჩევს, ბიზნესის დახმარების ნაცვლად, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა განახორციელონ, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის. მათი შეფასებით, სანამ ქვეყანაში მსყიდვითუნარიანობის პრობლემაა, ვერც ბიზნესი მიაღწევს წარმატებას და ეკონომიკა განვითარების ერთ ეტაპზე გაჩერდება. 

ფინანსისტების ნაწილი მთავრობას ყველა ტიპის გადასახადის შემცირებისკენ მოუწოდებს. მათი აზრით, საქართველოში გადასახადები, მინიმუმ, გასანახევრებელია.

ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილი კი გადასახადების კიდევ უფრო შემცირებას პოპულისტურ განაცხადებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს მრავალ პრობლემას გამოიწვევს, როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად ეკონომიკაში.

ცნობისთვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system