თავში

რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგეტიკაში

რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგეტიკაში
რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგეტიკაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით,  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით.

„ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის აშენებაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტურობის გაძლიერებაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ 2024 წლისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, ხოლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.

„ბოლო წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 42 ელექტროსადგური – ჯამური 1150 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 80 მეგავატს არ აღემატებოდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამავე რეჟიმში მუშაობას ის 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გააგრძელებს. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება. 

საქართველო ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი 2017 წელს გახდა.

ცნობისთვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო პრემიერის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტისასაც.  პრემიერ გახარიას თქმით, ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრის რანგში, საქარტელოს კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესშია. პრემიერს იმედი აქვს ქართულ ენერგეტიკაში მეტი ევროპული ინვესტიცია ჩაიდება.

ჩეხეთი ქართული ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს.

ქართული ენერგეტიკული ბაზრით დაინტერესებულია საუდის არაბეთიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system