თავში

რა გაკეთდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის

რა გაკეთდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის
რა გაკეთდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 2020 წელის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

თურნავას თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის - პრაქტიკულად, დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორცილედა მნიშვენლოვანი ენერგეტიკული პროექტები, რაც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მათ შორის 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 670 მგვტ-მდე ჯამური დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურები. დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 230 მგვტ სიმძლავრის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში. ცოტა ხნის წინ დასრულდა ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთ, 272 მგვტ სიმძლავირს თბოსადგურისთვის, რომლის მშნებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე განხორცილდა უმარავი პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით: აშენდა ორი ახალი მაგისტრალური მილსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ა.შ.“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ენერგოეფექტური რესურსების ათვისებაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება. ევროკავშირმა ამისთვის საქართველოს 10 მილიონი ევრო გამოუყო, რომელსაც ემატება ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, საქართველოს, გერმანიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, ტაივანის ბიზნესის EBRD ტექნიკური თანამშრომლობის ფონდისა და აშშ-ს მიერ უზრუნველყოფილი სახსრები. საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში, ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, პოლიტიკური დიალოგის წარმოებაში, და, აგრეთვე, გარემოს გაუმჯობესებაში.

ენერგეტიკოსები ბოლო 8 წელიწადში ენერგეტიკულ სექტორში გატარებულ ღონისძიებებს წარმატებულად მიიჩნევენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის აშენებაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

2024 წლისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, ხოლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.

„ბოლო წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 42 ელექტროსადგური – ჯამური 1150 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 80 მეგავატს არ აღემატებოდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამავე რეჟიმში მუშაობას ის 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გააგრძელებს. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

საქართველო ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი 2017 წელს გახდა.

ცნობისთვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო პრემიერის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტისასაც. პრემიერ გახარიას თქმით, ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრის რანგში, საქარტელოს კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესშია. პრემიერს იმედი აქვს ქართულ ენერგეტიკაში მეტი ევროპული ინვესტიცია ჩაიდება.

ჩეხეთი ქართული ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს.

ქართული ენერგეტიკული ბაზრით დაინტერესებულია საუდის არაბეთიც.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორია ენერგოეფექტურობის პოლიტიკა საქართველოში, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system