თავში

რა გამოწვევა დარჩა სოფლის მეურნეობაში

რა გამოწვევა დარჩა სოფლის მეურნეობაში
რა გამოწვევა დარჩა სოფლის მეურნეობაში

რაოდენობა, ხარისხი და ლოჯისტიკური ცენტრების უზრუნველყოდა - ამ სამ ფაქტორს აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე დარგის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ბაზრის უწყვეტი მომარაგება, რაც განსაკუთრებით ექსპორტს უქმნის საფრთხეს. რაც შეეხება ხარისხს, აროშიძის თქმით, პროდუქციის დიდი ნაწილი სერტიფიცირებული არ არის, რის გამოც ქვეყნის გარეთ ვერ გადის.

,,აგრობიზნესში მთავარ პრობლემად პირველ რიგში, პროდუქტის ხარისხი და რაოდენობაა. ხარისხში იგულისხმება ის, რომ პროდუქტი აუცილებლად სერტიფიცირებული უნდა იყოს, რასაც ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს. გარდა ამისა, როცა ფერმერი აწვდის თავის პროდუქტს უცხოურ ბაზარს, აუცილებელია, რომ ექსპორტში წყვეტა არ ჰქონდეს, რის საშუალებაც მას მწირი რაოდენობის გამო არ აქვს. სურსათით ბაზრების მიწოდებას ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ არა მთელი წლით, არამედ 2 თვითაც, რაც დიდი პრობლემაა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ცნობილმა კომპანია ,,ნესტლემ" გადაწყვიტა, რომ თავისი პროდუქცია ქართული თხილით ეწარმოებინა (ეთერზეთებით მდიდარია ქართული ხილი და ამან გამოიწვია ინტერესი), თუმცა რაოდენობრივად ვერ უზრუნველვყავით კომპანიის მოთხოვნა, ხოლო წყვეტა მიწოდებაში არც ერთ კომპანაის არ აწყობს. გარდა ამისა, საყურადღებოა ლოჯისტიკა, ფერმერთა უმეტესობამ არც იცის, რომ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი მოქმედებს და ევროპაში პროდუქტის გატანა დაბეგვრის გარეშეც შეუძლია. ამ შემთხვევაში უკვე მთავრობის ვალდებულაა, რომ ინფორმაცია სწორად იქნას ფერმერებამდე მიტანილი. გლეხმა ხშირ შემთხვევაში არ იცის, რა უპირატესობა აქვს მის პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე, რაც მიწოდების მხრივ პრობლემას ქმნის", - ამბობს აროშიძე და დასძენს, რომ მთავრობის მხრიდან დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება, მაგრამ სექტორის მოგება მაინც დაბალია, რის გამოც მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 10%-ს არ აღემატება ბოლო 25 წლის განმავლობაში.

,,პრობლემა უნდა გადაწყდეს მეცნიერების აქტიური ჩარევით, მათი კონსულტაციებით, რასაც ფერმერები წარმოებსიას გაითვალისწინებენ. ასე თანდათან, მოსავლიანობა შეიძლება გაორმაგდეს, რიგ შემთხვევაში, გასამმაგდეს კიდეც. წარმოება დაყრდნობილია ძირითადად გლეხის გამოცდილებაზე, მაგრამ მეცნიერული უზრუნველყოფა ამ საქმეს დიდ დახმარებას გაუწევს. ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი, რომელიც იმის მიუხედავად, რომ უდაბნოა, ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში", - აცხადებს აროშიძე report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system