თავში

რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს კახეთის ეკონომიკას

რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს კახეთის ეკონომიკას
რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს კახეთის ეკონომიკას

ფერმერს, ვისაც სურს თავისი შრომით შექმნას ეკონომიკური კეთილდღეობა სახელმწიფო ყველა კომპონენტში მიჰყვება“, - ასე ფიქრობს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

მისი თქმით, კახეთში მოქმედებს უამრავი სახელმწიფო პროგრამა, როგორიცაა ნერგის დარგვა, შესაბამისი ტექნიკის შეძენა, მოსავლის დაბინავება.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ მთავრობა კარგად აცნობიერებს, კორონავირუსის გამო შექმნილ პრობლემებს, რომლებიც მევენახეობასაც შეეხო და სწორედ ამიტომ გადაწყდა რთველის სუბსიდირება.

"წელს, მევენახეობას გარკვეული პრობლემები აქვს, პანდემიის წელმა ღვინის ექსპორტი, ჩამომსვლელის მიერ ადგილზე შეძენილი ღვინის რაოდენობა მაინც შეამცირა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით დროებით დაბრუნდა სუბსიდირების საკითხი, თეთრ ყურძენზე ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი დახმარებაა. გარდა ამისა, სახელმწიფო დაზღვევაში მიჰყვება ფერმერს, სხვადასხვა კულტურაზე 70 პროცენტს, იხდის, ყურძნის შემთხვევაში - 30%-ს. მომავალი წლიდან ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზრდება," - ამბობს ქადაგიშვილი და დასძენს, რომ სოფლის მეურნეობის მზარდ მაჩვენებლებთან ერთად, კახეთი ტურიზმისთვისაც მომხიბვლელი მხარეა, რასაც ინფრასტრუქტურული განვითარება აძლევს სტიმულს. მხარის გუბერნატორის თქმით, კახეთის წყლით უზრუნველყოფის პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია, თუმცა წინსვლა ამ მხრივაც თვალსაჩინოა.

"პანდემიის პირობებში შიდა ტურიზმი კომპენსირებას უწევს იმ დანაკლისს, რაც გარე ტურიზმის შეჩერებამ გამოიწვია. ყველა პროექტი გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესში ოპტიმიზმი არსებობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არ დარჩა არც ერთი სოფელი, სადაც ასფალტირებული გზა არ შევიდა. ვცდილობთ, რომ შედარებით მეორეხარისხოვან სასოფლო გზებზე ასფალტიანი გზა გაკეთდეს. მინდა აღვნიშნო მთავარი გამოწვევა - სასმელი წყლით უზრუნველყოფა დიდი პრობლემა იყო, რომლის ეტაპობრივად გადაწყვეტასაც ვახერხებთ“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი და დასძენს, რომ ცხოვრების დონე კი კახეთში წინ მიდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system