თავში

რა გამოწვევებია ქართულ ენერგეტიკულ სექტორში

რა გამოწვევებია ქართულ ენერგეტიკულ სექტორში
რა გამოწვევებია ქართულ ენერგეტიკულ სექტორში

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს: 1. ადგილობრივი გენერაციის წყაროების ნელი ტემპით განვითარება. 2. ენერგეტიკული ბაზრის გახსნა და ბირჟის პრინციპზე გადასვლა. 3. ინვესტიციების სიმცირე.

დავით ნარმანია ამბობს, რომ ადგილობრივი გენერაციის წყაროების ნელი ტემპით განვითარება. გამოსავალს კი სემეკის თავმჯდომარე საზოგადოებასთან მეტ დიალოგში ხედავს. მისივე თქმით, საქართველო არ არის გამონაკლისი, და ენერგოპროექტებს სხვა ქვეყნებშიც მძლავრად აპროტესტებენ, თუმცა ნარმანია ამტკიცებს, რომ ენეროგანვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

რიგით მეორე გამოწვევაზე, ბაზრის გახსნილობაზე საუბრისას, სემეკის პრეზიდენტი თავს იწონებს იმით, რომ სექტორი საკმაოდ კარგი ტემპით პასუხობს ამ გამოწვევას, რადგან ბირჟის პრინციპზე გადასვლას ქვეყანა შემჭიდროვებულ ვადებში ახერხებს. 

"აქ, განსაკუთრებით კომპანიების მხრიდან, მთელი რიგი ტექნიკური მომენტების შესაბამისობაში მოყვანაა აუცილებელი პირობა და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა. აქ მაინც, ვფიქრობ, ანგარიშმიუცემელი სიჩქარე სიკეთეს არ მოგვიტანს, ისედაც საკმაო ტემპი გვაქვს ამ მხრივ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავძლიოთ ეს ტექნიკური საკითხი“, – მიაჩნია სემეკის თავმჯდამარეს და ექტორის რიგით მესამე გამოწვევას, ინვესტიციების ნაკლებობას, განმარტავს. მისი მტკიცებით, აუცილებებლია ქსელების რეაბილიტაცია, მოძველებული ტრანსფორმატორების ჩანაცვლება. ეს გამოწვევა პირდაპირ კავშირშია ტარიფების ზრდასთან. 

"ცხადია, ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ კომპანიებს და მეტი ინვესტიცია განვახორციელებინოთ ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებაში, მაგრამ ეს ინვესტიციები, ბუნებრივია, შემდეგ ტარიფში აისახება. ამიტომაც არის, რომ სემეკი ითანხმებს მხოლოდ აუცილებელ ინვესტიციებს. იმასაც, მაქსიმალურად ვწურავთ, რათა ამან ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეწოლა არ იქონიოს და ამავდროულად ვაკვირდებით კომპანიებს, რამდენად ყოფნის მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს შეთანხმებული ინვესტიციების მოცულობა საიმისოდ, რომ უზრუნველყონ მომხმარებლების ხარისხიანი და შეუფერხებელი მომარაგება. ამ სამ გამოწვევათაგან სომწვავით ეს რიგით ბოლოა. სემეკმა და კომპანიებმა კიდევ უნდა გააღრმავონ ურთიერთობა და დროში ზუსტად და ეფექტიანად უნდა გაწერონ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები, რათა ტარიფზე მტკივნეული დაწოლის გარეშე სისტემა კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს და გაჯანსაღდეს“, – ამბობს დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system