თავში

რა გამოწვევების დაძლევა მოუწევს საქართველოს ეკონომიკას - Exclusive

რა გამოწვევების დაძლევა მოუწევს საქართველოს ეკონომიკას - Exclusive
რა გამოწვევების  დაძლევა  მოუწევს საქართველოს  ეკონომიკას - Exclusive

"საქართველოს ეკონომიკას მსოფლიო საფინანსო ცვლილება- კრიზისის ორომტრიალის ფონზე, გარკვეულ პერიოდში მოუწევს იცხოვროს ავტონომიურ რეჟიმში," - ასეთია ეკონომიკის დოქტორის, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე პრეზიდენტის, ნიკა შენგელიას, პროგნოზი 2020 - 2024 წლებისთვის.

მისი თქმით, მომავალ წელს საქართველის ექნება დრო ადგილობრივი შიდა ტურიზმის აყვავებისა, რაც წაადგება ეკონომიკას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პანდემიის საფრთხე მოიხსნება, გარკვეული პერიოდი უცხოელი ტურისტების მოზღვავებას არ უნდა ველოდეთ.

"ამის მთავარ მიზეზად მიმაჩნია ის ახალი პროდუქტი, რომელსაც დიდი ალბათობით დანერგება სადაზღვევო კომპანიებსში ან შემოიღებს ყველა ხელისუფალი. ვგულისხმობთ ყველა ტურისტთან მიმართებაში ამოქმედდება მოთხოვნები , ამას ერქმევა დამატებითი ფინანსების ქონა და არსებობა ,რომელიც საკმარისი იქნება იმ შემთხვევისათვის , რომ უეცრი კარანტინის გამოცხადებისას მან შეძლოს როგორც იზოლაციის ასევე სწრაფად უკან დაბრუნების ხარჯების დაფარვა," - უხსნის report.ge-ს შენგელია და დასძენს, რომ ტურიზმზე ზრუნვის პარალელურად სახელმწიფო პრიორიტეტად უნდა იქცეს აგრარული სფერო, სოფლის მეურნეობის სექტორი.

"მიუხედავად ტურიზმის სფეროს შენარჩეუნება -განვითარებისა ,პირველ ადგილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფრონტის ხაზი უნდა გადავიდეს როგორც სოფლის მეურნეობაზე ( მეტი აგრარული პროდუქციის წარმოება ) , ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნა განვითარებაზე. საუბარია იმ რეალურ სექტორზე, რომელსაც ქვია რეალური ეკონომიკა, რომელაც დღესაც  ისევ წარმოება და გადამამუშავებელი მრეწველობა სახელით მოიხსენიება. აგრეთვე უნდა აილაგმოს საბანკო ოლიგოპოლია, ნავთობისა და ფარმაცევტული ბიზნესის  კარტელებიც, ქვეყანაში ბიზნესებს შორის უნდა იყოს კონკურენციული გარემო. დასრულდეს ნეპოტიზმი და კვალიფიციურ კადრებს გაეხსნას გზა სამსახურებში, ხოლოდ ამის შემდეგ გახდება ჩვენი საცხოვრისი უკეთესი," - გვეუბნება ნიკა შენგელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system