თავში

რა გამოწვევებს ხედავს ახალი ფინანსთა მინისტრი - VIDEO

რა გამოწვევებს ხედავს ახალი ფინანსთა მინისტრი
რა გამოწვევებს ხედავს ახალი ფინანსთა მინისტრი - VIDEO

საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება. 

„საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური დეფიციტი ხასიათდებოდეს შემცირებადი ტრენდით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ის საგარეო ვალი, რომელიც ქვეყანას პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაეზარდა. ეს უახლოესი პერიოდის ძირითადი გამოწვევებია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ტემპი და გაგრძელდეს რეფორმები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა როგორც - ფისკალური, ასევე საგადასახადო მიმართულებით, მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების კუთხით. ამ მხრივ ჩვენი მუშაობა ბიზნეს საზოგადოებასთან ერთად, მათი ჩართულობით და თანამონაწილეობით კიდევ უფრო გააქტიურდება “, - ამბობს მინისტრი ვიდეოკომენტარში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. აქვე ხუციშვილი დაწყებული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით უნდა გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც ფინანსთა უწყებაში მიდიოდა როგორც ფისკალური, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრობამდე, ლაშა ხუციშვილი ჩართული იყო მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებაში, მათ შორის: 

• განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმა

  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩატარდა დღგ-ის რეფორმა
  • დაინერგა დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა
  • შემუშავდა ახალი საბაჟო კოდექსი
  • გადაიდგა ნაბიჯები გადასახადების ადმინისტრირებისა და პროცედურების სრულყოფის მიზნით
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები
  • მოხდა ზოგიერთი კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია
  • ცალკეული დარგების განვითარებისა და სტიმულირებისთვის განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები
  • შედგა მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან შემოსავლების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით
  • მისი მონაწილეობით საქართველო, ასევე, ჩართულია OECD-ის მიერ ინიცირებულ არაერთ სამუშაო ჯგუფსა და პროექტში.

    ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ლაშა ხუციშვილმა 1 აპრილიდან დაიკავა. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ხუციშვილი მანამდე, ანუ 2014 წლიდან 2021 წლის აპრილამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. მას საჯარო ფინანსების მართვისა და საგადასახადო სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.  ფინანსთა მინისტრის პოსტზე ლაშა ხუციშვილის დანიშვნას სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი მინისტრის კანდიდატურა მისაღებია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ  სანამ სისტემური მიდგომა არ შეიცვლება, ხუციშვილი ეკონომიკისთვის ახალ ენერგიას და მუხტს ვერ მოიტანს. 

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system