თავში

რა განაპირობების იმპორტის კლებას

რა განაპირობების იმპორტის კლებას
რა განაპირობების იმპორტის კლებას

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე იმპორტის კლების გამომწვევ მიზეზზე საუბრობს. როგორც ის report.ge-თან განმარტავს, ეპიდემიური სიტუაციის გავლენამ და ბოლო დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა იმპორტზეც გარკვეული ნეგატიური ასახვა მოახდინა და თითქმის ყველა მიმართულებით, სამედიცინო სექტორს თუ არ ჩავთვლით, იმპორტის კლება გამოიწვია.

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში შემცირებულია როგორც საწვავის იმპორტი, ასევე რეექსპორტის მაჩვენებლებიც და ეს ახდენს გავლენას იმპოტის კლების დინამიკაზე. მთავარია მიზეზია ის, რომ მოთხოვნა შემცირებუილია, პირობითად, სკოლის მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში რომ გადიან სწავლის კურსს, ცხადია, ნაკლები იხარჯება ტრანსპორტში, მოთხოვნა სოციალურად აქტიური მომსახურების კლებაზე მცირდება და საბოლოოდ მომსახურების მასშტაბიც იკლებს. ტენდენცია იმ რეჟიმზე იქნება დამოკიდებული, რასაც ეპიდემიური სიტუაცია და აქედან, გამომდინარე, ხელისუფლება შემოგვთავზებს. თუკი დამატებითი შეზღუდვა დაწესდება, ეს გარკვეულ გავლენას სამომავლოდაც მოახდენს და იმპორტის მაჩვენებლები კიდევ შემცირდება. covid-19-მა ეკონომიკის ყველა სფეროს გადაურა. გარკვეული მიმართულებით, საპირისპირო ტენდენციას აქვს ადგილი, ეს ეხება სამედიცინო ინვენარს, მედიკამენტებს, მთლიანად სამედიცინო მომსახურებას. ცალსახად თქმა, რომ იმპორტი ყველა მიმართულებითვ შემცირდა, ასე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ საბოლოოდ დიდი კლებაა. იმპორტზე ჩვენ ვართ გაცილებით ფართო ასორტიმენტით დამოკიდებული, ვიდრე ექსპორტის შემთხვევაშია. მრავალი დასახელების სასაქონლო პროდუქციის იმპორტი გვიწევს. ნედლეულის და ნომენკლატურის ჩამონათვალი რომ ავიღოთ, დაახლოებით 1,8 - ჯერ მეტი დასახელების საქონელი შემოდის, ვიდრე გადის. მოხმარება დამოკიდებულია გადახდისუნარიანობის მოთხოვნაზე, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება. შესაბამისად, მოსახლეობა ხარჯს უფრო ეკონომიურად ეწევა. მთელ მსოფლიოში დაწყებულია საგარეო ვაჭრობის მოცულობის კლება, ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. იგივე მდგომარეობაშია ჩვენზე ძლიერი და უფრო ინტეგრაციულ პროცესებში ჩაბმული ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირიც", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, საქართველოში საქონლის იმპორტი 9,3%-ით შემცირდა. კერძოდ, საქონლის იმპორტი წლიურად 19.3%-ით შემცირდა, რაც მეტწილად სატრანსპორტო მოწყობილობებისა (-35.0% წ/წ) და ნავთობპროდუქტების (-33.4% წ/წ) იმპორტის კლებამ განაპირობა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე შემცირდა სამომხმარებლო საქონლის (-19.4% წ/წ), კაპიტალური საქონლის (-14.0% წ/წ) და სამრეწველო მარაგების (-15.3% წ/წ) იმპორტიც, ხოლო საკვები პროდუქტების იმპორტი წ/წ 2.1%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system