თავში

რა განაპირობებს აგროპროდუქტის ექსპორტის ზრდას ევროკავშირის ბაზარზე

რა განაპირობებს აგროპროდუქტის ექსპორტის ზრდას ევროკავშირის ბაზარზე
რა განაპირობებს აგროპროდუქტის ექსპორტის ზრდას ევროკავშირის ბაზარზე

ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პანდემიის პერიოდში უფრო მეტად განმტკიცდა. როგორც აგრარული სფეროს მკვლევარი, პროფესორი პაატა აროშიძე report.ge-თან ამბობს, ევროკავშირის წევრობაზე ისტორიული მისიის შესრულებამდე გადამწყვეტია ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების გამყარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ხოლო შედეგია იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეასრულებს რეკომენდაციებს საქართველო.აგროპროდუქტის ექსპორტის ზრდის მთავარ პირობად კი აროშიძე ხარისხის გაუმჯობესებას და ქართული პროდუქტის ცნობადობის ზრდას მიიჩნევს.

,,პანდემიამ გამოიწვია ის, რომ უამრავ ქვეყანას უკვე არ სურს აგრარული პროდუქციის დიდი რაოდენობით გაყიდვა და ამან რიგ ბაზრებზე პრობლემა შექმნა. ამ დროს ჩნდება შანსი, რომ ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზე ევროპულ ბაზრებს, მაგრამ მთავარი, მიწოდებაში წყვეტა არ გქონდეს. ჩვენთვის ეს ჯერჯერობით რთულია, რადგან წარმოება მცირეა და მოთხოვნას ვერ უზრუნველვყოფთ. ამ მხრივ თუ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, დიდ სარგებელს მივიღებთ, მაგრამ ეს ტენდენცია ჯერჯერობით არ იკვეთება. ჯერჯერობით მიმდინარე წელიც არ იძლევა იმედს, რომ შიდა წარმოება გაიზრდება და იმპორტის კლება შესაძლებელი იქნება ადგილობრივი წარმოების ხარჯზე, სხვა პროდუქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველო ყურძნის ქვეყანაა, მაგრამ სუფრის ყურძენი არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით და შემოდის. სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს, რომ წლის ყველა პერიოდში გვქონდეს პროდუქცია - სეზონური და სასათბურე. საახალწლოდ, როცა არასეზონურ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ადგილობრივი წარმოება უცხოურს უთმობს ადგილს, რაც ცუდია. ამიტომ დიდი რაოდენობით უნდა ვაწარმოოთ პროდუქცია და სასათბურე მეურნეობები დავიხმაროთ", - დასძენს report.ge-თან პაატა აროშიძე.

ამდენად, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ქვეყანას ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ზრდის დიდი რესურსი გააჩნია, შესაძლებელია, რომ პოტენციალი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქართულ პროდუქციაზე, როგორიცაა: თხილი, ჩირი, მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ხილის წვენები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თევზის ფქვილი და გრანულები, ცხოველების სახლები. ამის შსახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში იქნა წარდგენილი და DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი (2021-2023 წლების) სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system