თავში

რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას შრომის ანაზღაურებისას

რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას შრომის ანაზღაურებისას
რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას შრომის ანაზღაურებისას

შრომის ბაზარზე ქალების მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, შრომის ანაზრაურების მხრივ, მამაკაცებთან შედარებით, საკმაო დისბალანსია. გარდა იმისა, რომ ამას აქვს თავისი ისტორიული საფუძვლები და მემკვიდრეობა. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს,  გენდერული განსხვავებაა, რაც არ არის წმინდა ქართული მოვლენა, არამდედ ზოგადი პრობლემაა, რასაც აქვს თავისი ისტორიული საფუძვლები.

,,დიდი ხნის განმავლობაში ქალთა შრომა ძირითადად ორიენტირებული იყო საოჯახო მეურნეობაში, ოჯახის წევრთა მოვლა-პატრონობაზე, სადაც უსასყიდლო შრომაა, ოჯახს გარეთ საქმიანობას კი ძირითადად მამაკაცები ეწეოდნენ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, მაცხრამეტე საუკუნიდან ქალთა შრომის ფართოდ გამოყენება იწყება, თუმცა რადგანაც მექანიკური ძალისხმევა და ენერგია იყო შრომის პროცესში საჭირო, იქ ქალი უკვე ნაკლებად მონაწილეობდა, ამიტომ  მამაკაცების ანაზღაურება მეტი იყო, ვიდრე ქალებისა. შემდეგ წლებში, წარმოების ავტომატიზაციის, რობოტიზაციის, ინტელექტის ელემენტის შემოტანასთან ერთად, ქალთა ფიზიკური შესაძლებლობები აღარ არის განმსაზღვრელი და მათი კვალიფიკაცია გადმოდის წინა პლანზე სამუშაოს დაკავებისთვის. თუმცა ის ისტორიული განსხვავება და ჩამორჩენა, რაც იყო, ბოლომდე დღესაც არ არის დაძლეული. შედარებით რთული სამუშაოს შესრულება ან გაცილებით მაღალი თანამდებობის დაკავების მასშტაბი მამაკაცებში უფრო მაღალია, რის გამოც ისინი მეტ შრომის ანაზღაურებას  იღებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე სამუშაოზე ქალები ნაკლებს იღებენ, თუმცა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უფრო მამაკაცების მიერ არის დაკავებული, რაც საშუალო ხელფასის მოცულობას განსაზღვრავს", - განმარტავს არჩვაძე report.ge-თან.

მისივე შეფასებით, მდგომარეობის გამოსწორების ტენდენცია ჩანს, თუმცა ეს პროცესი არასაკმარისი ტემპით მიმდინარეობს.

,,საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდის მოცულობას თუ ავიღებთ, სხვაობა ქალებისა და მამაკაცების შრომის ანაზღაურებისას თითქმის 3/4-ის დონეზე იყო. საბაზრო ეკონომიკამ თავისი ველური წესებით სერიოზული დისონანსი შეიტანა, ერთ ხანს ქალების შრომის ანაზღაურება მამაკაცებისას 60%-საც ჩამოსცდა. მდგომარეობის გამოსწორების ტენდენცია ჩანს, თუმცა არასაკმარისი  ტემპით მიმდიანრეობს ეს პროცესი და მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ქალებმა საკუთარი სოციალური სტატუსის უფრო მეტად დამკვიდრება შეძლონ. ამას აქვს მეორე მხარე, რაც ქალების სულ უფრო დიდი ნაწილი ეკონომიკურად თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ხდება და შემოსავლის საკუთარი წყარო უჩნდებათ, რაც სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, გავლენას ახდენს განქორწინებათა ზრდაზეც. დაახლოებით ყოველი 5 ქორწინებიდან 2 განქორწინებით მთავრდება. ამას ხასიათის შეუთავსებლობასთან ერთად, შემოსავლების დამოუკიდებელი წყაროს გაჩენაც განაპირობებს. ადრე ქალები ოჯახის დანგრევას თავს არიდებდნენ ეკონომიკური ფაქტორის გამო, რაც უკანა პლანზე გადადის და მათ უკვე მეტი თავისუფლება, თანასწორობა, შიდა ოჯახური დემოკრატიის მიღწევა სურთ", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო, - ამ ლოზუნგით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს და იწყებს ამ დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ჩატარდება სოციალური მედიის არხების საშუალებით. კამპანია მთელი მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ქალების წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და, მაინც, ქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი წლებია მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად და მათი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზების ხელშესაწყობად. საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ქალთათვის თანასწორუფლებიანი, ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს შექმნას, ასევე ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შეწყვეტის ღონისძიებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system