თავში

რა განაპირობებს ჯიბიდან გადახდების მაღალ ნიშნულს ჯანდაცვაში

რა განაპირობებს ჯიბიდან გადახდების მაღალ ნიშნულს ჯანდაცვაში
რა განაპირობებს ჯიბიდან გადახდების მაღალ ნიშნულს ჯანდაცვაში

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს " დამფუძნებელი მარინა ბერაძე ჯიბიდან გადახდების საგანგაშო მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას მთავრობის მხრიდან და შეცვალოს რეალობა, რომელიც წლების განმავლობაში მოჰყვება ჯანდაცვის სექტორს. მარინა ბერაძის შეფასებით, კლინიკების უმეტესობა კერძო სექტორშია მოქცეული, ხოლო მთავრობას არ აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომლის გამოყენებამაც ჯიბიდან გადახდების შემცირება უნდა გამოიწვიოს.

,,ჯიბიდან გადახდები ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მაღალ დონეზე იყო და ეს რეალობა ვერაფერმა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო დაზღვევაა და ჩვენი ბიუჯეტიდან დიდი ფული მიიმართება სამედიცინო სერვისების თანადაფინანსებისთვის, ჯიბიდან გადახდების მოცულობა მაინც მაღალია. ჩვენი კლინიკების უმეტესობა კერძოა, არ არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ამიტომ ამ პროცესის მართვის ბერკეტიც, რომელიც ჯანდაცვაში ჯიბის გადახდებს შეამცირებს, მთავრობას ხელიდან გამოცლილი აქვს. ვხედავთ, რომ ჯიბიდან გადახდის პროცენტი მაღალია იმის მიუხედავად, ადამიანი არის თუ არა საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე. ალბათ, ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება. ჩემი აზრით,  იმდენად დიდია პრობლემა და ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ამაზე აუცილებლად დაიწყებენ მუშაობას და სიტუაცია გამოსწორდება. მეჩვენება, რომ პრობლემა სწორად არის აღქმული მთავრობის მხრიდანაც, მაგრამ ნალებად შემიძლია ვისაუბრო, როგორი იქნება განხორციელებული მექანიზმი. პანდემიურ სიტუაციაშივე უნდა დავიწყოთ მდგომარეობის გაუმჯობესება და სწორი ნაბიჯები გადავდგათ. დიდი ფული იხარჯება ჯანდაცვაში და არც ისე შთამბეჭდავად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ფინანსური რესუსრის სწორად გამოყენება თუ მოხერხდება, შედეგს აუცილებლად ვიგრძნობთ, სხვა შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება", - აცხადებს მარინა ბერაძე report.ge-თან.

როგორც ცნობილია, ჯიბიდან გადასახადების წილი 73%-დან 56%-მდე შემცირდა იმავე პერიოდში. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში. დოკუმენტის თანახმად, როგორც ცნობილია,  ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში კვლავ მაღალია ევროკავშირის (16%) და რეგიონის შესადარის ქვეყნებთან შედარებით (38%).

ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში გასამმაგდა. 2010-19 წლებში ის 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

ჯანდავის ექსპერტების განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ჯიბიდან გადახდების წილის 30%-მდე შემცირებას გეგმავს 2030 წლისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system