თავში

რა განაპირობებს სასესხო პორტფელის ზრდას

რა განაპირობებს სასესხო პორტფელის ზრდას
რა განაპირობებს სასესხო პორტფელის ზრდას

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ ბანკების სასესხო პორტფელი რესტუქტურიზირებული სესხების ხარჯზე მატულობს, რაც ბანკების პორტფელის ხარისხს ვერ აუმჯობესებს და ფაქტობრივად არანაირი გავლენა არ აქვს. მისი თქმით, ეპიდემიის ნეგატიურ გავლენას ვერც ბანკები გადაურჩნენ, მაგრამ მათი ზარალი ბიზნესის დანაკარგებთან შედარებით, უმნიშვნელოა.

,,საბანკო სესხების ზრდა რომელიმე სექტორის მხრიდან აქტიურობას ან ახალი სესხების მიმართ მოთხოვნას არ უკავშირდება. ეს, ძირითადად, რესტუქტურიზაციაზე მიმართული სესხებია. კერძოდ, ძველი, ხდება ვადაგადაცილებული სესხების დაფარვა და ახლით ჩანაცვლება, აქედან გამომდინარე, ბანკები  ამას თავისთავად  ასახავენ შემოსავლებში, მაგრამ სასესხო პორტფელის ზრდა ხარისხზე არ მოქმედებს, იგივე რჩება პრაქტიკულად რაც იყო. დღესდღეობით საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ყველაზე ძლიერი კომპონენტია, ამ სტატუსს იგი ეპიდემიურ პერიოდშიც ინარჩუნებს იმის მიუხედავად, რომ გარკვეულ პრობლემას განიცდის. ცხადია, ბანკებიც ზარალობენ, მაგრამ შედარება არ შეიძლება იმასთან, რა დანაკარგსაც ეკონომიკის რეალური სექტორი განიცდის. ცხადია, რომ ეპიდემია ყველაზე ნაკლებად ბანკებს შეეხება, ბიზნესის დანაკარგი ამ შემთხვევაში გაცილებით დიდია", - ამბობს ხომიზურაშვილი.

რაც შეეხება სესხებს უცხოურ ვალუტაში, ხომიზურაშვილის თქმით, ლარის არასტაბილურობის გამო ბანკები იძულებული არიან შექმნან რეზერვი უცხოურ ვალუტაში, რომელიც მათ რისკებისგან დაიცავს, მაგრამ ლარის კურსზე ზედმეტ წნეხს განაპირობებს.

ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერში საბანკო სესხები წ/წ 11.4%*-ით გაიზარდა და 36.4 მლრდ ლარი შეადგინა. ლარში გაცემული სესხების ჯამური თანხა 15.9 მლრდ ლარს (+16.5% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 20.4 მლრდ ლარის ექვივალენტს (+7.3%* წ/წ) გაუტოლდა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, ოქტომბრის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა, წინა თვესთან შედარებით, კვლავ შემცირდა. განაკვეთმა ლარის სესხებზე თ/თ 0.2 პპ-ით (14.9%- მდე) იკლო, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი თ/თ 0.1 პპ-ით (6.8%-მდე) გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system