თავში

რა გაყიდა საქართველომ იანვარ-მარტში

რა გაყიდა საქართველომ იანვარ-მარტში
რა გაყიდა საქართველომ იანვარ-მარტში

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 820.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 1 952.6 მლნ. აშშ დოლარს (2.4 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარმარტში, 1 131.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.რაც შეეხება, საექსპორტო პროდუქტებს, ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 19.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 10.5%-იანი წილით, ხოლო მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს 10.2%-იანი წილით. საქართველოლოდან ექსპორტირებული პროდუქტებიდან  ყველაზე დიდი ზრდა თხილისა და სხვა კაკლის, დაფასოებული სამკურნალო საშუალებებისა და ფეროშენადნობების ექსპორტზე მოდის.

საექსპორტო პროდუქტების უმსხვილესი ათეული:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 158.8 მლნ დოლარი, კლება 0.8%;
2. მსუბუქი ავტომობილები - 86.5 მლნ დოლარი, კლება - 35.1%;
3. ფეროშენადნობები - 83.6 მლნ დოლარი, ზრდა - 43.7%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 43.9 მლნ დოლარი, კლება - 0.7%;
5. სპირტიანი სასმელები - 29.8 მლნ დოლარი, ზრდა - 26.6%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 29.3 მლნ დოლარი, ზრდა - 11.1%;
7. აზოტოვანი სასუქები - 28.7 მლნ დოლარი, კლება - 5.6%;
8. თხილი და სხვა კაკალი - 24.5 მლნ დოლარი, ზრდა - 112.8%;
9. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 19.0 მლნ დოლარი, ზრდა - 56.3%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 15.5 მლნ დოლარი, ზრდა - 36.1%.
სხვა საქონლის ექსპორტი 300.6 მლნ დოლარს გაუტილდა. ზრდა  12%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system