თავში

რა გათვლა აქვს ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე

რა გათვლა აქვს ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე
რა გათვლა აქვს ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1-4 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას მოახდენს - ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა კანატ ბოზუმბაევამ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა. კანატ ბოზუმბაევას თქმით, ყაზახეთს ამ ეტაპზე ამისათვის საჭირო მნიშვნელოვანი რესურსები არ გააჩნია, თუმცა სამომავლოდ მათ ტონობით ნავთობის ტრანსპორტირება შეეძლებათ.


"ყაზახური რესურსების ზრდა სამ დიდ პროექტთან - "კაჩაგანთან", "თენგიზთან" და "ყარაჩაგანაკთან" არის დაკავშირებული. 2022-23 წლებში "თენგიზის" ველის გაფართოების შედეგად, სავარაუდოდ, ნავთობზე მოთხოვნა, წელიწადში 12-13 მილიონი ტონით გაიზრდება. შეგვეძლება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების საშუალებით წელიწადში 1-4 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოვახდინოთ. SOCAR Trading–სა და ყაზახურ კომპანიას შორის მოლაპარაკება ამ საკითხებზე აქტიურად მიმდინარეობს", - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

როგორც მინისტრმა დასძინა, ის დარწმუნებულია, რომ მხარეები წლის ბოლომდე შედეგს მიაღწევენ და საბოლოო ფასებზეც შეთანხმდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system