თავში

რა გავლენა ექნება მონატარული პოლიტიკის გამკაცრებას ეკონომიკურ ზრდაზე

რა გავლენა ექნება მონატარული პოლიტიკის გამკაცრებას ეკონომიკურ ზრდაზე
რა გავლენა ექნება მონატარული პოლიტიკის გამკაცრებას ეკონომიკურ ზრდაზე

"საქსტატი" წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებს, რა გავლენას მოახდენს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის სამომავლო მაჩვენებლებზე. როგორც "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ფაქტორის გავლენა უახლოეს თვეებში გამოჩნდება.
"აღნიშნული მიმართულება გარკვეულწილად კავშირშია მშენებლობის სექტორთან. პროგნოზს ჩვენ არ ვაკეთებთ, თუმცა როგორც წინა პერიოდის მონაცემებმა გვიჩვენა, ამან გავლენა მოახდინა და ეს შესაძლოა, მომდევნო თვეებში ამ მიმართულებაზე აისახოს, თუმცა ამის შეფასება ჩვენ გვიჭირს და ამავდროულად, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება", – განაცხადა თოდრაძემ.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5%–მდე გაზარდა. სებ–ის ამ გადაწყვეტილების შეფასებისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, 6 თვის შემდეგ, ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system