თავში

რა გავლენა იქონია კორონავირუსმა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე

რა გავლენა იქონია კორონავირუსმა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე
რა გავლენა იქონია კორონავირუსმა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე

2020 წლის მეორე კვარტალში არასანავთობო სექტორში ეკონომიკური აქტივობა შენელდა, COVID-19 პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო. ნავთობის ფასების ვარდნის გამო გაუარესდა საგარეო სექტორი. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) შეფასებით15, 2020 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდა -2.2% იქნება, ხოლო წლიური ინფლაცია კი 3.3%. 2021 წელს ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, შესაბამისად 0.7% და 3.2%-ის ნიშნულებზეა მოსალოდნელი.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 731-მდე გაიზარდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 495 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 30 856 პაციენტი, ხოლო 2 380 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 796 459 ტესტი ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system