თავში

რა გავლენა იქონია კორონავირუსმა სომხეთის ეკონომიკაზე

რა გავლენა იქონია კორონავირუსმა სომხეთის ეკონომიკაზე
რა გავლენა იქონია კორონავირუსმა სომხეთის ეკონომიკაზე

რთული ეპიდომიოლოგიური ვითარების ფონზე, სომხეთის ეკონომიკური აქტივობა 2020 წლის პირველ ნახევარში საკმაოდ დაეცა. საწარმოების დახურვის შედეგად, შემცირდა სამრეწველო წარმოება და ვაჭრობა, ასევე გაუარესდა სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობები. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვნად იკლო ტრანსფერებმა რუსეთიდანაც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ-მ), მაისში, სომხეთისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სსფ-ს შეფასებით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს -1.5% იქნება, ხოლო ინფლაციის დონე 0.8%-ით განისაზღვრა. 2021 წლის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პროგნოზი კი, შესაბამისად, 4.8% და 2%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system