თავში

რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაზე

რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაზე
რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაზე

ხშირად ჰგონიათ, რომ სასურსათო უსაფრთხოება მიღწეულია მაშინ, როდესაც მუდმივად არსებობს საჭმელად საკმარისი საკვები; არა მხოლოდ დღეს ან ხვალ, არამედ მომდევნო თვე და წელი. თუმცა სასურსათო უსაფრთხოება უფრო ფართო ცნებაა და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანთა ზოგად კეთილდღეობას. ეს ცნება ბევრად უფრო კომპლექსური და მრავალგანზომილებიანია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით, სასურსათო უსაფრთხოება თავის თავში აერთიანებს ოთხ ძირითად ინდიკატორს. ესენია: (1) სურსათზე ხელმისაწვდომობა, (2) სურსათზე (ფიზიკური და ეკონომიკური) წვდომა, (3) სურსათის მოხმარების სტაბილურობა და (4) სურსათის მოხმარება.

ამის შესახებ აღნიშნულია ISET Policy Institute-ის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კვლევაში.

ორგანიზაციის განმარტებით, საკვების ხელმისაწვდომობა მიღწეულია, როდესაც ადგილობრივი წარმოებისა და/ან იმპორტის მეშვეობით, ქვეყანაში არსებობს ჯანსაღი და სრულფასოვანი სურსათი ყველასათვის საკმარისი რაოდენობით. მეორე ინდიკატორი – სურსათზე წვდომა – მიღწეულია, როდესაც ადამიანებს აქვთ როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური წვდომა საკვებზე. 

"ამ თეორიის თანახმად, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ისეთი საკვების შეძენა და მიღება, რაც აკმაყოფილებებს დაბალანსებული კვების მოთხოვნებს. მესამე ინდიკატორი – სურსათის მოხმარება – ზომავს ადამიანის მიერ მიღებულ საკვებში ენერგეტიკული და საკვები ნივთიერებების დონეს. ეს ინდიკატორი ამოწმებს, რამდენად ჯანსაღია კვების პრაქტიკა, როგორ მზადდება საკვები, რამდენად მრავალფეროვანია დიეტა და როგორია ოჯახში საკვების განაწილება. მეოთხე – სურსათის მოხმარების სტაბილურობის – ინდიკატორი ამოწმებს დანარჩენი სამი ინდიკატორის სტაბილურობას დროთა განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეიძლება დღეს ჰქონდეს საკმარისი საკვები, თუმცა მაინც დაუცველად ითვლებოდეს, რადგან პერიოდულად არ ჰქონდეს სტაბილური წვდომა საკვებზე. ნეგატიურმა კლიმატურმა პირობებმა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ან ეკონომიკურმა ფაქტორებმა (უმუშევრობამ, სურსათის ფასების ზრდამ) შეიძლება იმოქმედოს სასურსათო უსაფრთხოების სტატუსზე," - აღნიშნულია კვლევაში.

აქვე განმარტებულია, რომ საკვებიდან ენერგიის მიღების ადეკვატურობის დონე (კკალ ერთ სულ მოსახლეზე დღეში) გამოითვლება ქვეყნის მასშტაბით და ამოწმებს, საშუალოდ რამდენი კალორიაა მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი საკვებში. საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 100%-ზე მეტია. მარტივი კალორიების დონეზე თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ საკვების მოხმარება დამაკმაყოფილებელია. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში აზერბაიჯანსა და სომხეთში ეს ინდიკატორი ნელ-ნელა იზრდებოდა. 2017-2019 წლებში კი საქართველოში დაფიქსირდა ბოლო ათი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ამ ინდიკატორის უახლესი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, ISET-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაჩვენებელი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდა.

სურსათიდან ენერგიის მიღების დონე, ქვეყნების მიხედვით, მოცემულია ცხრილში:

მოსახლეობის შემოსავალი, რაც მთლიან შიდა პროდუქტში (მპშ) აისახება, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სურსათზე წვდომის დონეს. მე-2 ცხრილიდან ვხედავთ, რომ 2019 წელს საქართველოს შედარებით კარგი მაჩვენებელი ჰქონდა ამ ინდიკატორით:

როგორ დაიძლევა სურსათის უსაფრთხოების პრობლემა, ასევე რა მასშტაბისაა პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა სურსათის მიწოდებაზე, ისიც, თუ რატომ ძვირდება სურსათი საქართველოში, და ყველა ძირითად აქცენტს სასურსათო უსაფრთხოების სფეროში, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system