თავში

გაყინული ხორცი გაძვირდა - Exclusive

გაყინული ხორცი გაძვირდა - Exclusive
გაყინული ხორცი გაძვირდა - Exclusive

გაყინული ხორცი ძვირდება. იმპორტიორის, დავით გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, უცხოურ ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში 1 ტონა ხორცი 2600 დოლარამდე გაძვირდა, რამაც გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა. ამ ეტაპზე საქართველოში1 კგ. გაყინული ხორცის ფასი 10 ლარია. გოგიჩაიშვილის ვარაუდით, გაძვირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

,,რამდენიმე ხნის წინ გაყინული ხორცის ყიდვაა 1600 დოლარად შეგვეძლო. ჩვენ საქართველოში ლარის გაუფასურების გამო ისედაც გვიჭირს მუშაობა და ახლა ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. არსებული ფასი ვერანაირად შენარჩუნდება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მთავრობამ კარგად იცის ჩვენი პრობლემის შესახებ, როგორმე უნდა მიიღოს ზომები და გადასახადები დასწიოს, რადგან ბიზნესი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა და დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით", - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

მისი ინფორმაციით, გაყინული ხორცის გაძვირება ჩინეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებას უკავშირდება, რის გამოც 2018 წელს ქვეყანაში 30 მილიონი ღორი გაწყდა. შესაბამისად, ჩინეთს დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი დასჭირდა, რაც საბოლოოდ ფასზე აისახა.

ჩინეთში ღორის ხორცს 128 მილიარდიანი ბაზარი აქვს და მისი მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალია. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მოსახლეობა წელიწადში 55 ათას ტონა ხორცს მოიხმარს. აქედან, ნახევარზე მეტი იმპორტირებული დაბალი ხარისხის პროდუქტია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიიჩნევა. მასზე მოთხოვნა ტრადიციულად მატულობს ზამთარში, რადგან ამ დროს ნატურალური ხორცი ბაზარზე ნაკლები რაოდენობითაა.

სურსათის სფეროს სპეციალისტს, პროფესორ ლია კვარაცხელიას უჭირს იმის თქმა, თუ რა წილი უჭირავს ადგილობრივ წარმოებაში გაყინულ პროდუქტებს. ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და თანაც, ეს მონაცემები კონფიდენციალურია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ლია კვარაცხელია ფიქრობს, რომ გაყინული ხორცის გაძვირება ბიზნესს დიდად ვერ დააზარალებს, რადგან რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებში მათი მოხმარება არ შემცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system