თავში

რა გავლენას მოახდენს ფასებზე გაზის გაძვირება

რა გავლენას მოახდენს ფასებზე გაზის გაძვირება
რა გავლენას მოახდენს ფასებზე გაზის გაძვირება

ენერგეტიკოსების შეფასებით, კომერციული სექტორისთვის (გარდა პურის მწარმოებლებისა) გაზის ტარიფის ზრდა ყველა იმ პროდუქტს გააძვირებს, რომლის წარმოების თვითღირებულების ერთ-ერთი კომპონენტი ბუნებრივი აირია. ამის შესახებ report.ge-თან ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პურის საცხობებისთვის გადასახადის შენარჩუნება დიდი შეღავათი არ არის, რადგან სამაგიეროდ ადგილობრივი წარმოების ყველა დანარჩენი პროდუქტი გაძვირდება. 

,,გაძვირებას ველოდი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვუშვებდი აზრს, რომ ფასების კორექტირებას ეკონომიკისთვის ასეთ მძიმე პერიოდში განახორციელებდნენ. ცხადია, ეს ძალიან დიდი ტვირთი იქნება მრეწველობისთვის, ახლა ნაწილობრივი ლოკდაუნია, პრობლემა მყისიერად არ აისახება, მაგრამ როგორც კი ეკონომიკა სრულფასოვნად ამუშავდება, გადასახადის სიმძიმეს ბიზნესიც იგრძნობს და მოსახლეობაც. უნდა გამოკვეთილიყო სახელმწიფო პოზიცია და არ მიეცათ კომპანიებისთვის ტარიფზე სპეკულირების საშუალება. სახელმწიფო ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესზე და გადასახადი გააძვირეს. ახალაც ასეა, ლარის კურსი ყოველთვის ქმნის მოტივაციას კომპანიებში, რომ ტარიფი გაზარდონ. ცხადია, ცვლილება გააძვირებს მომსახურებას, ეკონომიკურად მძიმე კრიზისში გადასახადს არც უნდა შეხებოდნენ. როგორც ჩანს, დენის გაძვირებაც ეტაპობრივად მიყვება. კორპორატიული გარიგებებია, რაც მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ არის მიმართული. კომერციული სექტორისთვის გადასახადის ზრდა ხარჯს მნიშვნეოვნად გაზრდის, რაც საბოლოოდ ხალხს დააწვება, ყველაფერი გაძვირდება", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ კომერციული სექტორისთის ტარიფის შენარჩუნების რესურსი გაზის გამანაწილებელ კომპანიას გააჩნია, მაგრამ გადასახადი მაინც გააძვირეს. ჭიჭინაძის განცხადებით, ბიზნესი ეპიდემიის გამო ისედაც დიდ გასაჭირში იყო და ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კომერციულ მომხმარებლებს, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი გაუძვირდებათ, რაც კურსთაშორისი სხვაობით არის განპირობებული.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system