თავში

რა გაზრდის საზღვაო ინდუსტრის საინვესტიციო მიმზიდველობას

რა გაზრდის საზღვაო ინდუსტრის საინვესტიციო მიმზიდველობას
რა გაზრდის საზღვაო ინდუსტრის საინვესტიციო მიმზიდველობას

ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, თუმცა ამ დარგში სტრატეგიის დოკუმენტის არ ქონის გამო, გაურკვეველი რჩება საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარების პრიორიტეტები. ასე ფიქრობს ექსპერტი ლოგისტიკის საკითხებში, სატრანსპორტოდ ერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი. 

მისი აზრით, საქართველომ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა სახელმწიფო სახსრებით - სახელმწიფო კომპანიის მოდელის ჩამოყალიბებას. ცაგარეიშვილის რეკომენდაციით, აქცენტი კერძო სანაოსნო კომპანიების შექმნაზე უნდა იყოს გამახვილებული.

თუმცა აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, ბიზნესის მხრიდან ფინანსური ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით.

რამდენად მზად არის ბიზნეს სექტორი (ქართული ან უცხოური კაპიტალით) შეიძინოს გემები და ჩაერთოს მსოფლიო საფრახტო ბაზარზე, ან თუნდაც საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით შავი ზღვისგადაზიდვების არეალში, ამ კითხვაზე პასუხად ექსპერტი ამბობს, რომ მთავარ პრობლემას, ბიზნესის მხრიდან ნაოსნობის პრინციპების მექანიზმის რეალური აღქმა წარმოადგენს, რაც მჭიდრო კავშირშია ნაოსნობის ფინანსურ პოლიტიკასთან.

"უფრო კონკრეტულად, ამჟამად მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დიდ და ახალ გემებს(გარდა მცირე და საშუალო ტონაჟის გემებისა) საბანკო კრედიტებით ან სახვადასხვა ფონდების საშუალებით ყიდულობენ; ბუნებრივია სესხის გაცემისას ბანკებს გააჩნიათ საკუთარი მოთხოვნები - პირველ რიგში, გემის რეგისტრაციის ქვეყანაში კრედიტის დაცულობა, საზღვაო ხელისუფლების მუშაობის ხარისხი და ამ სახის ბიზნესისთვის მორგებული კანონმდებლობა. გარკვეულწილად, საბანკო სექტორისგან თანხის მიღება გაადვილებულია, მითუმეტეს როდესაც რეგისტრაციის ქვეყანა მალტა ან კვიპროსია, ამ საზღვაო ქვეყნებს იცნობენ და ენდობიან, რადგანაც იქ ინგლისური სამართალი მოქმედებს და გემების ზედამხედველობას - ტექნიკური ზედამხედველობის აღიარებული ორგანიზაციის ISCA წევრები ახორციელებენ. ანაკლიის ნავსადგურის და ანაკლია სითის მშენებლობის შემთხვევაში, საქართველოში გათვალისწინებული იყო საზღვაო სფეროში ინგლისური სამართლის შემოსვლა დადამკვიდრება, რაც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა; ფაქტიურად, ანაკლიის პროექტის შეჩერებით, საქართველომ ხელიდან გაუშვა ინგლისური საზღვაო სამართლის დამკვიდრების შესაძლებლობა," - გვეუბნება ექსპერტი. 

მისივე განმარტებით, დღევანდელ პირობებში, როცა საზღვაო სფეროში სტაგნაციაა, საქართველოში ქართული ან უცხოელი კაპიტალით რეგისტრირებული სანაოსნო კომპნიის მიმართ, საბანკო სექტორის უპირველეს მოთხოვნას კრედიტის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, კონკრეტულიმიმართულებებით რომელი ტვირთების გადაზიდვით იქნება დაკავებული სანაოსნო კომპანია.

" ამ თვალსაზრისით იკვეთება ორი ვარიანტი: ვარიანტი პირველი - მსოფლიო საფრახტო ბაზარზე მუშაობა, რომელიც სტაგნაციის ფაზაშია და განიცდის მძლავრ შიდა კონკურენცის; ვარიანტი მეორე - სანაოსნო ხაზის შექმნა და კონკრეტულ რეგიონთან, კონკრეტული ტვირთით გადაზიდვების უზრუნველყოფა; 

პირველი ვარიანტის შემთხვევაში - როდესაც საქმე გვაქვს უცხო დამფრახტველების ტვირთებთან, მსოფლიო საფრახტო ბაზარზე მუშაობა რეგლამენტირებულია და კონტროლდება, ამ თვალსაზრისით სირთულეს წარმოადგენს ასეთ ბაზრებზე შეღწევა. გარდა ჩვეულებრივი კონკურენციისა, არსებობს მენეჯმენტის მიმართ მოთხოვნები, კერძოდ, კომპანიას, მენეჯერს და გემს უნდა გააჩნდეს IMO-ს მიერ დადგენილინაოსნობის უსაფრთხოების მართვის ხარისხის სისტემა და უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსი. ბუნებრივია ასეთი სისტემის შექმნას ესაჭირეობა დრო, ადამიანური რესურსი და დამატებითი ფინანსური სახსრები, ასეთი აღიარების გარეშე გემს არავინ არ დაფრახტავს. მხოლოდ აღნიშნული პროცედურების გავლის და აღიარების შემდგომაა შესაძლებელი გემი გავიდეს საფრახტო ბაზარზე.

მეორე ვარიანტის შემთხვევაში - თუ წინასწარ არის განსაზღვრული ახალისანაოსნო ხაზის შექმნა და რეგლამენტირებულია კონკრეტული ნავსადგურები და ტვირთის სახეობა, ამასთან დანერგილია უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსი, სათანადო გათვლების საფუძველზესაბანკო სექტორიდან შესაძლებელია სესხის მიღება და გემის შეძენა," - განმარტავს ექსპერტი და დასძენს, რომ  მეორე ვარიანტი მეტად მორგებულია ქართული რეალობისთვის, სადაც მუდმივად ფუნქციონირებს საბორნე და რეგულარული სანაოსნო ხაზები, როგორიცაა ფოთი - სტამბული ან ფოთი - კონსტანცა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საზღვაო სფეროში საბანკო სექტორიდან ფინანსების მოზიდვა უნდა განხორციელდეს სახელმწიოფოს მხრიდან მინიმალური ჩარევით, ყველანაირი სახელმწიფო საფინანსო გარანტიის გამორიცხვით.

სახელმწიფოს ჩარევა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, საგადასახადო პრეფერენციების მინიჭებით და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system