თავში

რა გეგმები აქვს შრომის სამართლის კომიტეტს

რა გეგმები აქვს შრომის სამართლის კომიტეტს
რა გეგმები აქვს შრომის სამართლის კომიტეტს

ბიზნესსა და მოქალაქეთა შორის შრომითი ურთიერთიერთობის ხარვეზებზე დიდი ხანია საუბრობენ შრომის ბაზრის ანალიტიკოსები. ამ ურთიერთობების დასახვეწად და შრომითი სამართლის განსამტკიცებლად ქვეყანაში "შრომის სამართლის კომიტეტი" (Georgian Bar Association (GBA)დაარსდა.

კომიტეტის წევრი, ადვოკატი, თამარ ბერძენიშვილი, report.ge-ს უხსნის, რომ ,,შრომის სამართლი’’ პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, რის გარეშეც შეუძლებელია მოსახლეობისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ქვეყანაში დადებითი სოციალური პირობების შენარჩუნება.

"შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიღებული კონვენციების საფუძველზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებითა და შესაბამისი ნორმების შიდა კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით, შეიქმნა ჩვენი კომიტეტი, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს, ანგარიშებს და რეკომენდაციებს შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე. მართავს სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუტებთან. მომავალში ვგეგმავთ გარკვეულ აქტივობებს, რომელიც მიმართული იქნება შრომთ უფლებების ნაწილში მოსახლეობის ცნობიერბის ამაღლების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ შრომის სამართლის კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შესასრულებს და ხელს შეუწყობს საქართველოში შრომითი ურთიერთობის დარეგულირებას, დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიების გაზრდას და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას," - აცხადებს თამარ ბერძენიშვილი.

"შრომის სამართლის კომიტეტი" "ადვოკატთა ასოციაციის" მიერ  შეიქმნა და შრომით ურთიერთობაში ადვოკატთა პროფესიული გუნდის მეტ ჩართულობას ითვალისწინებს.

იხილეთ შრომის სამართლის კომიტეტის გუნდი:


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system