თავში

რა გეკეთდა და რა იგეგმება აბასთუმანში - PHOTO

რა გეკეთდა და რა იგეგმება აბასთუმანში
რა გეკეთდა და რა იგეგმება აბასთუმანში - PHOTO

კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული ისტორიული სახლების პირვანდელი სახით აღდგენა დასრულდა.

როგორც report,ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს,დასრულდა ობსერვატორიის რეაბილიტაცია , რომელიც მალე კვლევითი დანიშნულების გარდა, ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს - აღდგენილი დიდი ტელესკოპის შენობაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა, განახლდა 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა, დასრულდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, რაც ამ რეგიონის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვის გარანტია, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი და აღდგა აბასთუმნის ამბულატორია, 

შეგახსენებთ, უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური და ისტორიული მნიშვნელობის კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო .

როგორც report.ge-ს რეგიონული განვითრების სამინისტროდან აცნობეს, ამჯამად მიმდინარეობს აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის და ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, მუშავდება აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი და კურორტის ეკო სისტემის შენარჩუნების მიზნით, იგეგმება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაც

იხილეთ აბასთუმანში აღდგენილი ისტორიული სახლები ფოროკოლაჟი:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system