თავში

რა ღირებულების ოქროს ყიდის ეროვნული ბანკი

რა ღირებულების ოქროს ყიდის ეროვნული ბანკი
რა ღირებულების ოქროს ყიდის ეროვნული ბანკი

287 ლარიდან 4800 ლარამდე - ასეთია იმ ოქროს ზოდების სარეალიზაციო ფასი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ონლან კატალოგშია განთავსებული. სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის ნაწილის ტირაჟი უკვე ამოწურულია, ნაწილი კი კვლავ გაყიდვაშია. კატალოგის მიხედვით, ამჟამად გაყიდვაშია, 1-უნციანი ოქროს ზოდები, რომლის ღირებულებაც 4 800 ლარია (ერთეულის). ეროვნული ბანკის საცავში ასეთი 444 ერთეული ოქროს ზოდი იყო, რეალიზაციაში კი დარჩენილია 100 ერთეული.

კვლავ გაყიდვაშია 20- გრამიაანი ოქროს ზოდებიც, რომელიც 3 250 ლარი ღირს. კატალოგში ამჟამად 99 ერთეულია დარჩენილი, ბანკის საცავში კი მათი რაოდენობა 215 ერთეულს შეადგენდა.

რაც შეეხება იმ ოქროს ზოდებს, რომელთა რაოდენობა უკვე ამოწურულია, სებ-ის კატალოგის მიხედვით, გაყიდულია 2,9-გრამიანი ოქროს ზოდები. მათი რაოდნეობა ჯამში 400 ერთეული იყო, თითეულის ღირებულება კი 287,29 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მათი გაყიდვით მიღებული შემოსავალი - 114 916 ლარია.

გაყიდულია 5-გრამიანი ოროს ზოდებიც, რომლის სარეალიზაციო ფასი 574,59 ლარი იყო. ჯამში 400 ერთეული გაიყიდა, აქედან მიღებულმა შემოსავლმა კი - 229 836 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 10-გრამიან ოქროს ზოდებს, თითოეულის ღირებულება 1 149,18 ლარი იყო. ჯამში 400 ერთეული გაიდა, შემოსავლმა კი - 459 672 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system