თავში

რა ღირს ბინის ქირა თბილისის უბნებში

რა ღირს ბინის ქირა თბილისის უბნებში
რა ღირს ბინის ქირა თბილისის უბნებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, „აისეტმა“ (ISET)  გამოიკვლია გასული წლის უძრავი ქონების  გაქირავების საშუალო ფასი  თბილსისი უბნების მიხედვით.  აღმოჩნდა, რომ 2020 წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა გასაქირავებელი ფასების ინდექსი. ირკვევა, რომ თბილისში გაქირავების საშუალო ფასი ზოგადად 1კვ.მ-ზე - 6.5 დოლარი იყო. 

დედაქალაქში ქირა ყველაზე ძვირი, 9 დოლარი, იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი, 2.8 დოლარი, ორხევში. 

2020 წელს უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე, უბნების მიხედვით, ასეთია:

  • ავჭალა - 3.4 დოლარი;
  • გლდანის მასივი - 4.4 დოლარი;
  • მუხიანი - 4.6 დოლარი;
  • დიდუბე - 5 დოლარი;
  • დიღმის მასივი - 5 დოლარი;
  • ვაკე-ბაგები - 7.1 დოლარი;
  • ვაჟა-ფშაველა - 5.5 დოლარი;
  • ნუცუბიძე - 5.7 დოლარი;
  • წყნეთი - 8.4 დოლარი;
  • ვაზისუბანი - 4.3 დოლარი;
  • ზედა ავლაბარი/მეტრომშენი - 6.2 დოლარი;
  • ნავთლუღი - 5.5 დოლარი;
  • ორთაჭალა - 6.9 დოლარი;
  • ფონიჭალა - 4.3 დოლარი;
  • ვერა - 7.3 დოლარი;
  • კიკეთი/კოჯორი - 7.8 დოლარი;
  • მთაწმინდა/სოლოლაკი - 9 დოლარი;
  • წავკისი/შინდისი/ტაბახმელა - 8.7 დოლარი;
  • თემქა - 3.8 დოლარი;
  • ნაძალდევი - 4.9 დოლარი;
  • სანზონა - 4.5 დოლარი;
  • ძველი ნაძალადევი/ლოტკინი - 3.3 დოლარი;
  • დიღომი/დიდი დიღომი - 6.1 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 5.3 დოლარი;
  • ვეძისი - 7.2 დოლარი;
  • საბურთალო - 6.3 დოლარი;
  • ვარკეთილი - 4.3 დოლარი;
  • მე-3 მასივი - 3.3 დოლარი;
  • ორხევი - 2.8 დოლარი;
  • ქვედა სამგორი - 4.4 დოლარი;
  • ზედა ჩუღურეთი - 4.3 დოლარი;
  • ქვედა ჩუღურეთი - 5.8 დოლარი.

ცნობისთვის, report.ge უძრავი ქონების აგენტებთან შეეცადა გაერკვია, შეიცვალა თუ არა ფასი წელს ქირაზე. აღმოჩნდა, რომ ქირაზე ტარიფები ჯერ-ჯერობით უცვლელია. აგენტებმა ამის მიზეზად ის შეზღუდვები დაასახელეს, რაც პანდემიის გამო დაწესდა და ჯერ კიდევ მოქმედებს. მათი თქმით, უძრავი ქონების მთავარი დამქირავებელი მცირე და საშუალო ბიზნესი და სტუდენტობაა. იმის გამო, რომ სწავლა დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს, ქირაზე მოთხოვნამ იკლო და შენარჩუნდა ის საფასო პოლიტიკა, რაც შარშან პანდემიურმა გავლენამ ჩამოაყალიბა. მაკლერების ინფორმაციით, თბილისში ქირა ყველაზე იაფი ისევ ორხევსა და ლილოს დასახლებაშია, ხოლო ყველაზე ძვირი - სოლოლაკსა და მთაწმინდაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system