თავში

რა ღირს ხორბლის გადაზიდვა საქართველოში

რა ღირს ხორბლის გადაზიდვა საქართველოში
რა ღირს ხორბლის გადაზიდვა საქართველოში

საქართველოს რკინიგზის 2019 წლის სატარიფო პოლიტიკით 1 ტონა ხორბლის, გარდაბნიდან ფოთში ტრანსპორტირების ღირებულება 5.94 დოლარია, ბათუმამდე - 7.5 დოლარი, კასპიის ბორნით კი - 8,81 დოლარი.

ამის შესახებ აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხორბლის ლოგისტიკის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს რკინიგზის ინვენტარული პარკის 6172 ვაგონიდან 1300 (21%) ხორბალმზიდია. 2012 წელს გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობის 7.1% შეადგენდა ხორბალი, 2018 წელს - 2.8%.

2015 წელს რკინიგზით იმპორტირებული ხორბლის 84%(605 000 ტონა) რუსეთს ეკუთვნოდა. 2016 წელს რკინიგზით იმპორტირებული ხორბლის 82%(369 000 ტონა) რუსეთს ეკუთვნოდა.

სომხეთის მიმართულებით ფოთი/ბათუმიდან სადახლოს გავლით დაწესებულია კოეფიციანტი 0.86, შესაბამისად გადაზიდვის ტარიფი ტონაზე 31 - 34 აშშ დოლარს შეადგენს, ნავსადგურებიდან თბილისამდე ტონაზე 14 – 15 დოლარია.

ცენტრის ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურში ხორბლის გადამუშავების ღირებულება ტონაზე 10 დოლარია, ბათუმის ნავსადგურში ტონაზე 7.5 დოლ ტონაზე. შედარებისათვის - აქტაუს ნავსადგურში, ტონაზე 2.4 აშშ დოლარია, ურაინის ნავსადგურებში 1.5 - 2 დოლარი;

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთის რკინიგზამ 2019 წლის 15 თებერვლიდან ხორბლის გადაზიდვის მოქმედ ტარიფზე, დააწესა დამადაბლებელი კოეფიციენტი 0.69; 50% იანი ფასდაკლება დააწესა უზბეკეთის რკინიგზამ. 2019 წლის 1 იანვრიდან რუსეთის რკინიგზამ იალამა - სამურის (აზერბაიჯანის საზღვარი) მონაკვეთზე ხორბლის გადაზიდვებისას ბაქო - თბილისი - ყარსის და საქართველოს (ფოთი) მიმართულებით 50 % ფასდაკლება დააწესა;

რუსეთთან ერთჯერადი ნებართვების გაცემით საავტომობილო დარგმა მიიღო 3 მლნ ლარი. 2018 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაცვლილი ერთჯერადი ნებართვები საქართველომ 98% აითვისა, გარდა ამისა დამატებით იცვლება 3500 მესამე ქვეყნის ნებართვა.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განმარტებით, 2018 წელს 2012 წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა ტრანზიტით მოძრავი ავტოტრანსპორტის რაოდენობა. 2018 წელს 39.2 მლნ ლარი გზათსარგებლობის გადასახადის სახით შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ბათუმის ნავსადგურში გადამუშავდა 1 188 ტონა ხორბალი 2018 წელს.

ცნობისთვის, ევროპაში მარცვლეულის მხოლოდ 10% გადაიზიდება სარკინიგზო, დანარჩენი საავტომობილო და სამდინარო ტრანსპორტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system