თავში

რა ღირს სასტუმროების ნომრები საქართველოში

რა ღირს სასტუმროების ნომრები საქართველოში
რა ღირს სასტუმროების ნომრები საქართველოში

PMCG-მა ტურიზმის აპრილის მდგომარეობა მიმოიხილა. კვლევის მიხედვით, 2021 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 133 ლარია, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი - 225 ლარს გაუტოლდა. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი აპრილში 77 ლარია.  5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 380 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება, ფასებს რეგიონების მიხედვით, გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ღირებულება 606 ლარია, თბილისში - 512 ლარი, კახეთში - 425 ლარი, ხოლო აჭარაში - 329 ლარი.

PMCG-ის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის აპრილში, 2021 წლის მარტთან შედარებით, 3.8%-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, 3, 4 და 5- ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 6.0%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი შემცირდა 1.0%-ით. რაც შეეხება, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის აპრილთან შედარებით, წელს სასტუმროების ფასების ინდექსი 2.3%-ითაა შემცირებული. 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.0%-ითაა დაკლებული, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები შემ,ცირებულია 2.5%-ით. 

ცნობისთვის, PMCG-ის მიერ მიმოხილური შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system