თავში

რა ღირს სრიალი ზამთრის კურორტებზე - Exclusive - PHOTO

რა ღირს სრიალი ზამთრის კურორტებზე
რა ღირს სრიალი ზამთრის კურორტებზე - Exclusive - PHOTO

გუშინ, 20 ნოემბერს, დასრულდა ზამთრის კურორტებზე წინასწარი გაყიდვების აქცია. როგორც report.ge-ს მთის კურორტების განუმარტეს, აბონემენტების გაყიდვის ამ მეთოდმა გაამართლა და დამსვენენებლების რაოდენობა რეკორდულად გაზარდა. უკვე გაყიდულია იმ რაოდენობის ბილეთი, რაც შარშან მთელი სეზონის განმავლობაში გაიყიდა. ბილეთების გაყიდვები, სეზონის გახსნიდან, კურორტის სალაროებშიც გაგრძელდება.

იხილეთ აბონემენტების ტარიფები ქართულ და ინგლისურ ენებზე:

ტურიზმის სპეციალისტების ნაწილი მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე საუბრობს. მათი თქმით, ფასები მაღალია, მომსახურების ხარისხი - დაბალი. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში კი აგვიხსნეს, რომ ცდილობენ ფასები ყველასთვის მისაღები იყოს, ხოლო ინფრასტრუქტურისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის სააგენტო ბევრს აკეთებს. მათი თქმით, უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, პირველი ანტისაზვავე სისტემა წელს გუდაურში დამონტაჟდა. დაგეგმილია ამ სისტემით ყველა ზამთრის კურორტის აღჭურვა.

"ესაა ევროპული სტანდარტების 21 მილიონიანი პროექტი. მშენებლობა გაგრძელდება ერთ წელი და მომავალ წელს დასრულდება. პროექტში შვეიცარელი ექსპერტები იყვნენ ჩართულნი. ამჟამად ჩამოსულები არიან ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც ზამთარს საქართველოში გაატარებენ და ყველა რისკს შეისწავლიან და შესაბამის ანგარიშს მოამზადებენ. ესაა ადრეულ ეტაპზე ზვავის მოწყვეტის პრევენციის საუკეთესიო საშუალება,” - აცხადებს გამცემლიძე.

მისივე თქმით, მთაში ექსტრემალური პირობებია და მაქსიმალური უსაფრთხოების მიღწევა რთულია, თუმცა ამისთვის მაქსიმალური კეთდება. მთის კურორტების განვითარების კომპანია ტურისტებს მაქსიმალური სიფრთხილისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system