თავში

რა იგეგმება დსთ-ის სარკინიგზო სივრცეში

რა იგეგმება დსთ-ის სარკინიგზო სივრცეში
რა იგეგმება დსთ-ის სარკინიგზო სივრცეში

დსთ-ს ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს ოფიციალური გვერდის თანახმად, დღეს, 25 თებერვალს, მოსკოვში ჩატარდება მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოების კომისიის ექსპერტთა ჯგუფის დამატებითი სხდომა, 25-26 თებერვალს კი - სავაგონო მეურნეობის კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა; ხოლო სულ ახლახან დაიდო ცნობა იმის შესახებ, რომ 27-28 თებერვალს ჩატარდება სავაგონო მეურნეობის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის სხდომა.

ექსპერტს სარკინიგზო საკითხებში დავით გოჩავას ეჭვი აქვს, რომ საბჭო იკრიბება დსთ-ს სარკინიგზო სივრცეში 2021 წლის 1 იანვრიდან სატვირთო ვაგონების კასეტურ საკისარებზე ფორსირებული გადაყვანის საკითხზე სამსჯელოდ. 

"ეს საკითხი თუ გადაწყდა ისე, როგორც სურს მოსკოვს, ჩათვალეთ "საქართველოს რკინიგზა" "რუსეთის რკინიგზების" ფილიალი გახდება ისე, როგორც არის "სომხეთის რკინიგზა", - ამბობს გოჩავა და განმარტავს, რომ ასეთ "გადასვლას" ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, ყაზახეთი და უზბეკეთი, ბოლო დრომდე, საქართველოც, მაგრამ დადის ხმები, რომ საქართველო ცვლის თავის მიდგომას ამ საკითხისადმი. "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენელი დაესწრება ალბათ ამ სხდომებს. რომ დასრულდება სხდომები, გამოქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც ჩაწერილი იქნება გადაწყვეტილება ამ საკითხთთან დაკავშირებით და უფრო დეტალურად მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ, თუმცა  ზოგადად, საქართველო თუ გადავა კასეტურ საკისარებზე, ჩვენ მისი მომსახურების არანაირი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, რტაც მობმული ვიქნებით მთლიანად რუსეთზე, ეს არის აქ მთავარი რისკი. "შტალდერს" რომ რამე უფუჭდება, რაც ჩვეულებრივი ამბავია, მაშინვე მოსკოვში ან მისნკში გარბიან, საკისარების შემთხვევაში კი მთლიანად სატვირთო ვაგონების პარკთან გვაქვს საქმე და ეს ძალიან სერიოზულია," - განუცხადა report.ge-ს დავით გოჩავამ. 

ცნობისთვის, კასეტური საკისარები ვაგონის ურიკის ბუქსის ნაწილია; წყვილთვალის ღერძი, რომელზეც ხისტად დაგებულია ორი თვალი, ბრუნავს სწორედ ამ საკისარში. ამ დეტალის გარეშე ვაგონი, უბრალოდ, ვერ იმოძრავებს. 

დღეს დსთ-ს სარკინიგზო სივრცეში სატვირთო ვაგონების 90 %-ზე გამოიყენება გორგოლაჭებიანი საკისარები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system