თავში

რა იგეგმება ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოების ხელშესაწყობად

რა იგეგმება ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოების ხელშესაწყობად
რა იგეგმება ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოების ხელშესაწყობად

"ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა, სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოსთვის სასურსათო თვითუზრუნველყოფის მიზნით "სწრაფად აუცილებელია" ერთწლოვანი კულტურების, როგორც მარცვლოვანი, ისე ბოსტნეული კულტურების განვითარება.

„გვექნება სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რათა ამ მიმართულებით იაფი ფულადი რესურსებით შევძლოთ განვითარება სწრაფად. ვუზრუნველყოთ სურსათით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და შევქმნათ იმპორტჩანაცვლების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ფინანსებთან ერთად, ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება ხარისხიანი სარგავი-სათესი მასალის წარმოების, სერტიფიცირებისა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის კუთხით,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის ახალი კომპონენტის სახით განახორციელებს.

ცნობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. 

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მონაცემებით,  შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემულია 2215 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 40 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 3.3 მლნ ლარზე მეტია. 

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system