თავში

რა იგეგმება ფოთის პორტში

რა იგეგმება ფოთის პორტში
რა იგეგმება ფოთის პორტში

„ეიპიემ ტერმინალსის“ მენეჯმენტი ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პროექტის განხორციელებისა და პორტის დარღმავება-გაფართოების თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა განუცხადა.

ვფიქრობთ, ფოთის პორტში არსებულ ნავსადგურთან ერთად, ახალი ნავმისადგომები მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქვეყნის ტვირთბრუნვას სრულად დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა განაცხადა.

„ეიპიემ ტერმინალს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა.

დავოსში გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შორის ჰააგიდან. როგორც წესი, დავოსის შეხვედრები დიპლომატიური ხასიათისა და ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტის მხარდაჭერა გამოხატა”- განაცხადა ქრისტენსენმა და დასძინა, რომ  პროექტის პირველი ფაზა იქნება ნაყარი ტვირთის ტერმინალის მოწყობას გულისხმობს, ხოლო მეორე ფაზაში შეიქმნება დამატებით 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომი, რაც ფოთის პორტს ერთ მილიონ TEU-ზე მეტი რაოდენობის კონტეინერიის გადამუშავების შესაძლებლობას გაუჩენს. 

რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, გვაქვს მოლოდინი, რომ დასაწყისშივე გვექნება სამი ტიპის ტვირთი: ჯართი (მთელი რეგიონიდან), სასუქი და ასევე, ველოდებით მარცვლეულს, ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტვირთზე. ნავსადგურში ოპერირებს ასევე Pace ჯგუფი, სადაც მუშავდება ნაყარი ტვირთები, ნახშირი, სასუქი და ა.შ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტვირთზე, რომლებიც დღეს ჩვენს კორიდორში არ მოძრაობს“, – აცხადებს კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენი და იმასაც ამატებს, რომ ის ეკონომიკის სამინისტროს  ნებართვის მიღების თაობაზე პროექტის დაზუსტების შემდეგ მიმართავს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თავისუფალი კონკურენცია იქნება უზრუნველყოფილი. თავად ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ კი, ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ინვესტირებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოითხოვს განვითარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system