თავში

რა იგეგმება ქალთა მეწარმეობის წასახალისებლად

რა იგეგმება ქალთა მეწარმეობის წასახალისებლად
რა იგეგმება ქალთა მეწარმეობის წასახალისებლად

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების არასაკმარისი ჩართულობით გამოწვეული ეკონომიკური შემოსავლის დანაკარგი 11 პროცენტს შეადგენს, მეწარმე ქალების წილი მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის, შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა არასაკმარისი ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქალთა მეწარმეობის წასახალისებლად აამოქმედებს პროექტს „ბიზნესის ხელშეწყობის ჩართულობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის"  პროექტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

აღინიშნა, რომ 2015 – 2018 წლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 9380 ბენეფიციარი დაფინანსდა, რომელთა 40,3 პროცენტი ქალია. გარდა ამისა, ექსპორტიორი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში წარმოდგენილთა 30 პროცენტი ასევე ქალია. აღნიშნული ბიზნეს - მიმართულებებია სურსათის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავეჯი, სათამაშოების წარმოება, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, არქიტექტურა და დიზაინი. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას ქალთა მეწარმეობის წახალისება წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system